მსახური ღვთისა ბარბორა ჟაგარელი

და მისი დახმარება ხალხს

 

Barbora agariet.jpegშინაარსი:

  1. ბარბორა ჟაგარელის ცხოვრების მოწმობები
  2. ბარბორა ჟაგარელის კულტის ტრადიცია
  3. ბარბორაჟაგარსკასნეშტისისტორია
  4. ბარბორაჟაგარსკასსასწაულებისრეგისტრაციისწიგნი
  5. კანონიზაცია-კურთხევისპროცესი
  6. ძირითადი წყაროები
  7. სამეცნიერონაშრომები
  8. ლოცვები
  9. მსახური ღვთისა ბარბორა ჟაგარელის მფარველობით მიღებული ღვთის წყალობის შემთხვევები
  10. ბმულები
  11. რუქები

ბარბორა ჟაგარელის ცხოვრების მოწმობები

ისტორიული კვლევის თანაზმად, ბარბორა ჟანარსკა დაიბადა XVI საუკუნის მეორე ნახევარში, იგი გამოირჩეოდა გმირული ქრისტიანული სათნოებით და გარდაიცვალა ღმერთისა და მოყვასისადმი სიყვარულით. მის პატივსაცემად სახელობის გორაკს ეწოდა მისი სახელი, რომელზედაც დგას სტაროჟაგარსკი ეკლესია.
               არსებული
ინფორმაციით, პირველად ჟაგარის ქალწული 1755 წელს თავის მოხსენებაში მოიხსენია  ჟემაიტისკელმა ეპისკოპოსმა ანტონ ტიშკევიჩმა. იგი წერდა: "მე ვთვლი, აღნიშვნის ღირსია ერთი ღვთის მოყვარე ქალწულის ნაშთები, რომლებიც ძალიან ცნობილია მრავალი სასწაულით. ცოცხალთა შორის აღარავინაა ვინც იცის, ამ ქალწულის სახელი ან წარმოშობია, მხოლოდ ცალკეულებს ის გამოეცხადა სიზმარში და თავის თავი დაასახეა ბარბორად".        

               ზეპირსიტყვიერი მონათხრობის მიხედვით ბარბორას გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ერთმა საოცარმა მოვლენამ დასაბამი მისცა მის კულტს, როგორც შუამავალი ღვთის წინაშე. ეს დაკავშირებულია  შვედების ლიტვაში შეჭრასთან (1655 წ): ბოროტმოქმედებმა გაძარცვეს და გადაწვეს სტაროჯაგარსკის ეკლესია და მასში არსებული მიცვალებულთა ნაშთები, მაგრამ ფერფლში ნაპოვნი ბარბორას ცხედარი არ დაიწვა, იყო მხოლოდ გაშავებული.

                      არ ეპარებოდა რა ეჭვი ამ არაჩვეულებრივი ამბის სინამდვილეში წმიდა საყდრის ეპისკოპოსი ანტონ ტიშკევიჩი ზემოთ ხსენებულ მოხსენებაში განაგრძობდა: «... მაშინ, როდესაც ყველა გარდაცვლილის ნეშტი დაიწვა, ცეცხლის მიერ ხელუხლებელი დარჩა, უცოდველი ქალწულის სხეული, არ დაიწვა თმა, ის ამოღებულ იქნა ფერფლიდან და პატივისცემით იქნა ჩასვენებული კუბოში, როგორც ჭეშმარიტი დასტური  ღვთის ძალისა  და მისი დამსახურებისა. და ახლა ის ისევ არ არის დაფერფლილი, არამედ გაშავებულია». ამავე დოკუმენტის ჟემაიტისკელი ეპისკოპოსი, 1735-1748წ.წ. ბარბორის წყალობით მომხდარი რვა სასწაულის აღწერის დაწყებამდე აღნიშნავს «ბევრი უბედურება, ჩაგრული განუკურნებელი დაავადებებით, ეძიებს თავშესაფარს ქალწული ბარბორის კუბოსთან და ეძებს დახმარებას. ისტორიის გაფართოება შეიძლება უსასრულოდ თუ კი მე გაკვრით მაინც მოვიხსენიებ ყველა განკურნებულ დაავადებას...».

ბარბორა ჟაგარელის კულტის ტრადიცია

მას შემდეგ, რაც 1712 წელს ბარბორას ნაშთები  გადატანილ იქნა აღდგენილი სტაროჟაგარსკის ეკლესიის სამარხში დაიწყო ჟაგარსკის ქალწულის საყოველთაო სახალხო პარაკლისი, რომელიც არ შეწყვეტილა რამოდენიმე საუკუნე და ისმის დღემდე რწმენით და მისი სიწმინდით.
                      1886 წელს,
მეფის რუსეთის მიერ ლიტვის შევიწროების დროს, ბარბორას ნაწილები სტაროჟაგარსკის ეკლესიის  საძვალეში სამეფო ხელისუფლების განკარგულებით ამოქოლის იქნა. თუმცა, მცდელობა იმისა, რომ ამით შეესუსტებინათ ხალხის ღმერთისადმი რწმენა, ბარბორას შუამდგომლობით წარუმატებელი აღმოჩნდა. პირიქით, მას შემდეგ, რაც 19 წლის შემდეგ ეკლესიის რემონტის დროს ქალწულის უცვლელი ცხედარი კვლავ იქნა ნაპოვნი ვარვარასადმი ლოცვა გაჟღერდა უფრო ძლიერად და აქტიურად.

ბარბორა ჟაგარსკას ნეშტის ისტორია

       
        ბარბორა ჟაგარსკას ნაშთები განისვენებდა ეკლესიის სარდაფში, მინის კუბოში, დიდი საკურთხევლის ქვეშ. 1940 წელს, მას შემდეგ რაც, საბჭოთა კავშირის მიერ მოხდა ლიტვის ოკუპაცია, ბარბორა ჟაგარსკას  ფენომენის წინააღმდეგ უსამართლობა და შეურაწყოფა არ შეჩერებულა. ეს განსაკუთრებით იგრძნობა 1957-1963წ.წ. 1963 საოკუპაციო ხელისუფლების ბრძანებით ეკლესია დაიხურა და ბარბორას ნაშთები გადატანილ იქნა გაურკვეველი მიმართულებით. ამჟამად ქალწულს გვახსენებს მხოლოდ ამავე ეკლესიის საძვალეში სიმბოლური კუბო და საძვალეს კარზე განთავსებული დაფა.

                      იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს უფრო მეტის გაგება ბარბორა ჟაგარსკას  ცხოვრების შესახებ, არქივებში გრძელდება დოკუმენტების ძიება, ტარდება გამოკითხვები, ხდება თვითმხილველების მონათხრობთა რეგისტრაცია. ბოლოდროინდელი გათხრები, რომელიც განხორციელდა ბარბორას დამარხვის ადგილის აღმოჩენის მიზნით, უშედეგოდ დასრულდა.

ბარბორა ჟაგარსკას სასწაულების რეგისტრაციის წიგნი

                      100 წლის შემდეგ ბარბორა ჟაგარსკას პირველად ოფიციალურად ხსენების შემდეგ XVIII საუკუნის შუაში ეპისკოპოსი მოტეიუს ვალანჩიუსიმ 1860 წლის 7 იანვარს დაავალდებულა სტაროჟაგარსკის ეკლესიის წინამძღვარი სილვესტრასა ლიმაჟავიჩუსა, რომ მოეხდინა იმ სასწაულების და სხვა ღვთის წყალობის რეგისტრაცია, რომელიც მოხდებოდა ბარბორას მორჩილების მეშვეობით. ასე დაარსდა ეგრეთ წუდებული ბარბორა ჟაგარსკას სასწაულების რეგისტრაციის წიგნი, რომელშიც 1940 წელს 14 დეკემბრამდე დარეგისტრირებული იყო ი 97 შემთხვევა, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ იქნა განხილული კანონიკურად. საბჭოთა პერიოდში, გარკვეული დროის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ბარბორა ჟაგარსკას სასწაულების რეგისტრაციის წიგნი გაქრა. ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 1990 წელს წმ. მოციქულების, პეტრე და პავლეს სახელობის ჟაგარსკის ეკლესიის წინამძღვარმა ბოლესლავას ბაბრაუკასმა დაიწყო ამ წიგნის მოძიება და 1994 წელს იგი აღმოჩენილ იქნა.

ეს ფასდაუდებელი, სასწაულების სარეგისტრაციო წიგნი, შეინახა პრანცისკუს შჩეპავიჩიუსმა, რომელიც ლიტვისათვის მაშინდელ მძიმე დროში იყო სტაროჟაგარსკის ეკლესიის წინამძღვარი. ეს წიგნი ეჭვგარეშეა წარმოადგენს სასწაულმომქმედი ბარბორას სიწმინდის საუკეთესო მტკიცებულებას – fama sanctitatis, რომელიც პოლიტიკური ცვლილებების და საოკუპაციო რეჟიმების მიუხედავად არასდროს შეწყვეტილა.

კანონიზაცია-კურთხევის პროცესი

                      შაულიაის ეპისკოპოსის ეუგენიუს ბარტულისის 2004 წლის 11 ნოემბრის № 0376/04 მოთხოვნაზე, აღძრულიყო ბარბორა ჟაგარსკას კანონიზაცია-კურთხევის პროცესი, წმიდა საყდარმა 2005წ 13 მაისს აცნობა, რომ 1983წ. 7 თებერვლით დათარიღებულ ეპისკოპოსთათვის განკუთვნილ   წმინდანთა კანონიზაციის საქმეებზე, რომელიც განახორციელებდა წმინდანთა საქმეების პროცესს, კონგრეგაციის მიერ მოწონებული ნორმების შესაბამისად პროცესის აღძვრისათვის არ არსებობს დაბრკოლებები.

                      ზემოთაღნიშნული ნებართვის საფუძველზე და შაულიაის ეპარქიის მრევლის მოთხოვნის შესაბამისად, ეპისკოპოსმა ეუგენიუს ბარტულისმა 2005წლის 24 სექტემბერს საზეიმოდ აღძრა ბარბორა ჟაგარსკას კანონიზაცია-კურთხევის პროცესი,

   აღმასრულებლებად დაინიშნენ ტრიბუნალის შემდეგი წევრები:
პოსტულატორი - მღვდელი,  ღვთისმეტყველების მაგისტრი მარიუს დიგლისი, მოსამართლე - მღვდელი, ღვთისმეტყველების ლიცენზიანტი ეგიდიუს ვენცკუსი, სამართლიანობის დამცველი - მღვდელი, ღვთისმეტყველების ლიცენზიანტი საულიუს პალიუნასი, ნოტარიუსის - მღვდელი, ღვთისმეტყველების ლიცენზიანტი თომას კედუშისი.

ძირითადი წყაროები

  1. Relationes Status Dioecesium in Magno Ducatu Lituaniae [Žemaičių vyskupo Antano Tiškevičiaus reliacija popiežiui Benediktui XIV 1755 m.], vol I. Dioeceses Vilnensis et Samogitiae, red. Paulius Rabikauskas SJ, Roma: Academiae Lituana Catholica Scientiarum, 1971, p. 366–368.
  2. Ištrauka iš 1755 m. vyskupo Antano Tiškevičiaus reliacijos nr. 713 popiežiui Benediktui XIV. Apie Dievo Tarnaitės Barboros Žagarietės užtarimu įvykusius stebuklus, iš lotynų kalbos vertė Stanislovas Poniškaitis, in: Šiaulių vyskupijos archyvo DTBŽbb fondas, orig.: Relationes Status Dioecesium in Magno Ducatu Lituaniae, vol. 1. Dioeceses Vilnensis et Samogitiae, Roma: Academiae Lituana Catholica Scientiarum, 1971, p. 366–368.
  3. Barboros Žagarietės užtarimu įvykusių stebuklų registracijos knyga [lenkų ir lietuvių kalba, stebuklai pradėti registruoti vysk. Motiejaus Valančiaus įsakymu 1860-01-07, baigti registruoti 1940-12-14], in: Šiaulių vyskupijos archyvo DTBŽbb fondas.
  4. Barboros Žagarietės užtarimu įvykusių stebuklų registracijos knyga, iš lenkų kalbos vertė Irena Katilienė, in: Lietuvių katalikų mokslo akademijos metraštis, Vilnius, 2000, t. 16, p. 454–523.
  5. 1876 m. liepos mėn. 9 d. Kauno vicegubernatoriaus Ryžkovo raštas Žemaičių vyskupui Aleksandrui Beresnevičiui, In: LVIA. F. 1671. Ap. 4. B.500. L. 6, 6v., 7.
  6. Paulius Guga, Biografijos: Barbora Žagarietė [savilaida, 1964], in: Šiaulių vyskupijos archyvo DTBŽbb fondas.
  7. Congregazione delle Cause Dei Santi, prot. nr. 2644 – 1 / 04, Romae, die 13 Maii A.D. 2005.
  8. Barboros Žagarietės užtarimu gautos Dievo malonės: per 2006–2008 metų mokslines ekspedicijas užrašyti atvejai, užrašė Rasa Račiūnaitė-Paužuolienė, in: Šiaulių vyskupijos archyvo DTBŽbb fondas.
  1. Sofija Lažinskaitė, [asmenis liudijimas], in: Šiaulių vyskupijos archyvo DTBŽbb fondas.

სამეცნიერო ნაშრომები

  1. Paulauskas A. Nepaskelbta lietuvių tautos šventoji: Religijos mokslų bakalauro darbas, vad. dr. kan. A. Kajackas, Kaunas: Kauno tarpdiecezinė kunigų seminarija, Teologijos fakultetas, 1993, 36 p.
  2. Matulytė E. Barboros Žagarietės šventumo opinija ir garbinimas Žiemgaloje: Religijos mokslų bakalauro darbas, vad. dr. A. Motuzas, Kretinga: Šv. Antano religijos studijų institutas, 1998, 37 p.
  3. Margevičiūtė V. Barboros Žagarietės – XVII šimtmečio liaudies šventosios kulto istorija Lietuvoje: Istorijos mokslų bakalauro darbas, vad. vysk. dr. J. Boruta SJ, Vilnius: Vilniaus valstybinis universitetas, Istorijos fakultetas, Naujosios istorijos katedra, 1999, 38 p.
  4. Karoblytė E. Barboros Žagarietės užtarimu patirtos Dievo malonės: Religijos mokslų bakalauro darbas, vad. dr. A. Motuzas, Kretinga: Šv. Antano religijos studijų institutas, 2001, 33 p.
  5. Stupelytė J. Dievo tarnaitės Barboros Žagarietės šventumo garsas Lietuvoje: tradicijos ir dabartis: Magistro darbas, vad. dr. A. Motuzas, Vilnius: Vilniaus pedagoginis universitetas, Istorijos fakultetas, Katalikų tikybos katedra, 2007, 72 p.
  1. Mitrikas K. Žagarės bažnyčių istorija: Bakalauro baigiamasis darbas, vad. asist. dr. P. Spurgevičius, dr. L. Klimka, Vilnius: Vilniaus pedagoginis universitetas, Istorijos fakultetas, Visuotinės istorijos katedra, 2007, 43 p.
  1. Dyglys M. Dievas Tarnaitės Barboros Žagarietės gerbimo istorija Žiemgaloje: Magistro darbas, vad. vysk. dr. J. Boruta SJ, Telšiai: Telšių Vyskupo Vincento Borisevičiaus kunigų seminarija, 2008. 65 p.

 

ლოცვები

 

ღირსეული საკურთხევლის მოპოვების ლოცვა მხევალი ღვთისა ბარბორა ჟაგარსკაიასი

სანქცია

ევგენია ბარტულის

ეპისკოპოსი სიაულენსისი

შიაულიაი,

14.12.2015

No. D-023/15

 

ღმერთო ჩვენო, გულწრფელად გევედრებით, რომ მხევალი ღვთისა ბარბორა ჟაგარსკაია, რომელიც შთაგონებული იყო უდიდესი რწმენით, რომელიც ზრუნავდა უმწეობზე,  გარდაიცვალა ადრეულ ასაკში და ცნობილი გახდა მოვლენილი სასწაულებისა და უხვი მადლით, რომელიც გრძელდება გარდაცვალებიდან დაახლოებით ოთხასი წლის განმავლობაში, აღიარებულ იქნა მოწყალედ ეკლესიის მიერ. დაე, მისი შუამდგომლობით მიღებულმა მადლმა გაამხნევოს ყველა, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქრისტიანები, რომლებიც პირისპირ ხვდებიან თანამედროვე სამყაროს  საკუთარი ურყევი რწმენის ჩამოყალიბებისათვის და ღვთისათვის. ამინ.

V. მხევალი ღვთისა ბარბორა ჟაგარსკაია

R. ილოცეთ ჩვენთვის!

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა   და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა  არამედ მიხსენ ჩუენ ბოროტისაგან , ამინ.

 ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.  ამინ.

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა; აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 

მხევალი ღვთისა ბარბარა ჟაგარსკოის  საშუამდგომლო საჯანმრთელო ლოცვა   

 

სანქცია

ევგენია ბარტულის

ეპისკოპოსი სიაულენსისი

შიაულიაი,

14.12.2015

No. D-024/15

 

მოწყალეო იესო, შენ მოგვიწოდებ: ”ასევე ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორნი თქვენგანი შეთანხმდებიან დედამიწაზე, ითხოვონ ნებისმიერი რამ, მიეცემათ მათ ჩემი მამისაგან, რომელიც ზეცაშია. ვინაიდან, სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქა ვარ მათ შორის "(მათე 18: 19-20).

უფალო, გევედრებით უშუამდგომლეთ თქვენს მსახურს ბარბარა ჟაგარსკოის. თუ იგი დაემორჩილება თქვენს ნებას და იქნება მათი სულისა და სხეულის მხსნელი [წარმოთქვით პაციენტების სახელები], მუხლმოდრეკით გთხოვთ, დამიბრუნოთ  [წარმოთქვით პაციენტების სახელები] ჯანმრთელობა.

”შენ შეგაფარე თავი, იეჰოვა. ნურასოდეს შევრცხვები." (ფსალმ. 31: 2).


მსახური ღვთისა ბარბორა ჟაგარელის მფარველობით მიღებული ღვთის წყალობის შემთხვევები

 

 

შენიშვნები:

  1. 1.   ქვემოთ ჩამოთვლილი სასწაულები აღებულია შემდეგი წყაროებიდან:

а) ამონაწერი ეპისკოპოს ანტანას ტიშკიავიჩუს მოხსენებიდან № 713, 1755 .,რომის პაპის ბენედიქტ XIV მიმართ. მსახურ ღვთისა ბარბორა ჟაგარელის მფარველობით მიღებულ სასწაულებზე, სტანისლოვას პონიშკაიტისის ლათინურიდან თარგმანი სნ:: შაულიაის ეპარქიის ფონდის DTBŽbb (ტბსბბჟ) არქივი, ორიგ.: Relationes Status Dioecesium in Magno Ducatu Lituaniae, т. 1. Dioeceses Vilnensis et Samogitiae, Roma: Academiae Lituana Catholica Scientiarum, 1971, стр. 366–368.

б) მსახურ ღვთისა ბარბორა ჟაგარელის მფარველობით მომხდარი სასწაულების სარეგისტრაციო წიგნი. პოლონურიდან თარგმანი ირენე კატილენესი. შემთხვევების დანარჩენი ნაწილი - ლიტვურ ენაზე, სნ: ლიტვის კათოლიკური აკადემიის ყოველკვირეული, ვილნიუსი, 2000 ტ. 16 გვ, 454-523.

в) მსახური ღვთისა ბარბორა ჟაგარელის მფარველობით მიღებული ღვთის წყალობის შემთხვევები 1940 წ. მომხდარი მოვლენები ჩაწერილია 2006-2008წწ. სამეცნიერო ექსპედიციის დროს. სნ: შაულიაის ეპარქიის ფონდის DTBŽbb (ტბსბბჟ)  არქივი.

д) პაულიუს გუგა, ბიოგრაფიები: ბარბორა ჟაგარელი [თვითგამომცემლობა 1964] სნ: შაულიაის ეპარქიის ფონდის DTBŽbb (ტბსბბჟ)  არქივი.

е) სოფია ლაჟინსკაიტე [პირადი მოწმობა], სნ: in: შაულიაის ეპარქიის ფონდის DTBŽbb (ტბსბბჟ)  არქივი.

2. ზემოთაღნიშნული წყაროების საფუძველზე (რედაქტირების შემდეგ), მსახურ ღვთისა ბარბორა ჟაგარელის მფარველობით მიღებულ სასწაულები კლასიფიცირებულია ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ჯსო) მიერ ავადმყოფობის საერთაშორისო კოდებით (ასკ) - იმისათვის, რომ ნაჩვენებ იქნას ხალხისადმი გაწეული დახმარების სიმრავლე და სხვადასხვაობა.  ეს კოდური სისტემა მოიცავს დაავადებებს, სხვადასხვა სიმპტომებს, პათოლოგიურ მდგომარეობებს, ჩივილებს, სოციალურ მდგომარეობებს, ტრამვების გარეგან მიზეზებს და დაავადებებს ( ასკ-ს გამოყენება დაიწყეს 1992წ.)

სხვა შემთხვევებს, რომლების ამ სისტემაში ვერ მოხვდნენ, უწოდეს „ცხოვრებისეული შემთხვევები“.

3. შემდეგ მოყვანილია 116 (ას თექვსმეტი) ტიპოლოგიურად ძირითადი შემთხვევა მნიშვნელოვანი აღწერილობით. ფრჩხილებში მითითებული ჩანაწერების ნომრები შეესაბამემა წყაროებში მითითებული ჩანაწერების ნომრებს. ბრჭყალებით გამოყოფილია დაავადებათა ნიშნები და სასწაულების რეგისტრაციის თარიღი.

 


 ნაწილი I

ღვთის წყალობის შემთხვევები ეპისკოპოს ანტანას ტიშკიავიჩუსის მიმართვის მიხედვით

 antanas tiskevicius

ჟემაიტისკელი ეპისკოპოსი ანტანას ტიშკიავიჩუსისი

 (ა. ივინსკისის მიერ დაწერილი პორტრეტის რეპროდუქცია, ინახება ვარნიაიში. ჟემაიტისკის ეპარქიის მუზეუმის ვიდეოარქივი)

ემანუელის ვლადისლოვას ვაჟი, ლოგოისკას და ბერდიჩევას გრაფი ანასტას ტიშკიავიჩუსი დაიბადა ლოგოისკში 1700 წელს.  ახალგაზრდობაში მან გადაწყვიტა გამხდარიყო მღვდელი და გაწევრიანდა სასულიერო პირებში. ანასტას ტიშკიავიჩუსი იყო კანონიკე ვილნიუსში. 1744წ. კრაჯიაიდან სასულიერო სემინარია გადაიტანა ჟემაიტისკის ეპარქიის დედაქალაქ ვარნიაიში.  1752წ. ვარნიაიში შექმნა ჟემაიტისკის ეპარქიის სინოდი.

ეპისკოპოსი ანასტას ტიშკიავიჩუსი წაჰყვა მისი წინამორბედის ეპისკოპოს იურგის ტიშკიავიჩუსის ნაკვალევს, აღმოუჩენდა რა ყოველგვარ მხარდაჭერას დაფუძნებულს ამ უკანასკნელის მიერ ჟემაიტისკის გოლგოთაზე. 1750წ. მან აქ ააშენა ახალი ხის ეკლესია, რომელშიც დიდი საკურთხევლის ქვეშ 1762წ. კენიგსბერგიდან გადმოასვენა ეპისკოპოს იუგის ტიშკიავიჩუსის ნეშტი (შემდგომში ნეშტი გადასვენებულ იქნა ვანიაიში). 1744წ. ეპისკოპოსი ანასტას ტიშკიავიჩუსი დაჟილდოვდა თეთრი არწივის ორდენით. შემდგომში დაინიშნა უმაღლესი ტრიბუნალის წევრად. ეპისკოპოსი გარდაიცვალა 1762წ. ალსედჯაიში, ეპარქიის სასახლეში. დასაფლავებულია ვარნიაიში. 

სწავლობდა ვილნიუსის აკადემიაში. მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. შეისწავლა თეოლოგია. 1715წ. ხელდასმულ იქნა მღვდლად. 1739წ. 20 ივლისს დაინიშნა ტიტულოვან ეპისკოპოსად და კიევის ეპისკოპოსის თანაშემწედ. 1740წ. 16 სექტემბერს ჟემაიტიაში ეპისკოპოსად. ეპარქიაში ჩამოსვლის შემდეგ ზრუნავდა მღვდელთა განათლების ამაღლებაზე; ორგანიზაციას უკეთებდა ვარნიაიში 3 თვიან კურსებს; სასულიერო სემინარიის მოსწავლეთა შორის ზრუნვა მიიღო მონახამ პიარისტამმა; ზრუნავდა სემინარიის მოსწავლეთა რიცხვის გაზრდაზე; ვერიაისკის საულიერო აკადემია გადაიტანა ახალი ხის შენობაში; სემინარიის მოსწავლეთათვის და მღვდლებისთვის შემოიღო 7 დღიანო სავალდებულო რეკოლექციები; ვარნიაიში მოინახულა რაქიტიანი მღვდლები; გასცა თანხმობა დები მარიინოკების მონსტრის დაფუძნებაზე; ეპარქია დაყო 10 დეკანატად; დააწესა დიდ სასულიერო დღესასწაულებზე შილუვეში და ჟემაიტისკის გოლგოთაზე მომლოცველთა მოსვლის წესი. 1952წ. 4-6 ივლისს ვერნიაიში შეკრიბა  ეპარქიის სინოდი, რომლის დადგენილებაც გამოაქვეყნა ვილნიუსში. ჟემაიტისკის კალვარიში ააშენა ეკლესია. ააშენა საკურთხეველი მოსედის ეკლესიასთან. პრუსიიდან გადმოასვენა ეპისკოპოს ი. ტიშკიავიჩუსის ნეშტი და ჩაასვენა იგი სამარხში ჟატემაისკის გოლგოთას ეკლესიის ქვეშ.  დაბეჭდა: «Krolewska droga do nieba albo žycie S. Kazimierza krolewica polskiego y W. Ks. L.» (1752 г.); «Synodus dioecesana Mednicensis seu Samogitiae» (1752 г.) და მისთვის მიძღვნილი «Pedelis miros saldžiausi medi kryžiaus Jezusa Pona» (1750 г.) თარგმნილი პოლონურიდან.

გარდაიცვალა 1762წ. 31 იანვარს ალსედჟაიში. დაკრძალულია ვარნიაისკის ტაძარში საეპისკოპოსო საძვალეში.

(ბიოგრაფია წარმოდგენილია საუძველზე: http://www.straipsniai.lt/zmones/informacija/Izymus_zmones/puslapis/5389 )

1745წ. 11 აგვისტოს ანტანას ტიშკიავიჩუსმა მოახდინა სტაროჟაგარსკის ეკლესიის კონსეკრაცია. ამასთან დაკავშირებით მოინახულა ბარბორას უხრწნადი ნეშტი. ყოველივე, რაც გაიგონა ბარბორა ჟაგარსკაზე, მან 1755წ. აღწერა ჟატემაიტისკის ეპარქიის შესახებ მოხსენებაში, რომელის ადრესატიც იყო რომის პაპი ბენედიქტ XIV. ვატიკანის წმინდა ტაძარს პისიკოპოსმა ანტანას ტიშკიავიჩიუსმა წარუდგინა რვა სასწაული მომხდარი  ღვთის მსახურ ბარბორა ჟაგარსკას მფარველობით. ამ დოკუმენტით დაინტერესდა, რედაქტირება გაუკეთა მას და 1971წ. გამოაქვეყნა ლიტვური წარმოშობის პროფესირმა პაულიუს რაბიკაუსკასმა, რომელიც ცხოვრობდა რომში და მუშაობდა გრიგორიანულ უნივერსიტეტში.

ჟემაიტისკის პისიკოპოსის ანტანას ტიშკიავიჩიუსის რომის პაპი ბენედიკტ XIV-სადმი მიმართვა

მე ვთვლი ღირს აღვნიშნოთ ნეშტი ერთი ღვთისათვის ძვირფასი ქალწულისა, რომელიც  ძალიან ცნობილია მრავალრიცხოვანი სასწაულებით. ცოცხალთა შორის არ არსებობს არავინ ვისთვისაც ცნობილია ამ ქალწულის სახელი ან წარმომავლობა. მხოლოდ რამოდენიმეს გამოეცხადა სიზმარში და თავად დაასახელა თავის სახელი ბარბორა [...]

თუმცა, მიცვალებულთა ფერფლში ჩაძირული, ბობოქარი ცეცხლით ხელუხლებელი, არსად არ აქვს დამწვრობა, გადარჩენილი თმებით, უცოდველი ქალწულის სრულიად დაუზიანებელი სხეული ამოღებულ იქნა ფერფლიდან და პატივით იქნა ჩასვენებული კუბოში, როგორც ჭეშმარიტი დასტური ღვთის ძალისა და ქალწულის დამსახურებისა.

და ახლა ის ისევ არ არის დაფერფლილი, მხოლოდ გაშავებულია [...]

ბევრი უბედური, უკურნებელი სენით გაწამებული, ქალწულის საფლავთან ეძებს შესაფარს და იქვე იღებს დახმარებას.  ისტორია უსასრულოდ გაფარდოვდებოდა მე რომ მეხსენებინა ყველა განკურნებული უბედურება...

(ეპისკოპოსი ანტანას ტიშკიავიჩუსი).

 

 

F00-99. ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები

 

1. 1747წ. 2 ივნისი.  სკუოდარსკის რაიონის სოფ. ილიაკაის მცხოვრებმა ქ-მა მარიიონა კარპოვსკა დიდხანს წვალობდა რა ეპილეპსიით, გონებრივი სისუსტით და სხეულის შეშუპებით, დადებული ქონდა აღთქმა მოენახულა ეს ქალწული. როგორც კი აღთქმა შეასრულა, მან იგრძნო გამოჯანმრთელება. (ჩანაწერი №  5).

2. 1737წ. 29 ივნისი. ტრიშკიაისკის მრევლის მაცხოვრებელმა ელჟბეტა სტრებულავიჩმა პირადად მოჰყვა თავის ექვსი წლის ქალიშვილ აგოტეზე, რომელმაც ნახევარი წლით დაკარგა მეტყველების უნარი. დედამ გადაწყვიტა ის წაეყვანა ჟაგარაში. ასეთი გადაწყვეტილების მიღებისთანავე გოგონამ ძნელად, მაგრამ დაიყო ლაპარაკი. ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო. ამის შემდეგ ორივემ მოინახულეს ქალწულის საფლავი და იქვე, ჯერ კიდევ ეკლესიაში მოძღვარის თვალწინ გოგონა გარკვევით და დალაგებულად ალაპარაკდა და მას შემდეგ ასე აგრძელებდა ლაპარაკს. (ჩანაწერი №  2).

 

 

G00-G99.  ნერვული სისტემის დაავადებანი

 1. 1748წ. 2 ივნისი. ახალგაზრდა ადამიანი წარჩინებული ოჯახიდან იონას ვიტორომანოვიჩუსი, რომელსაც ქონდა მარჯვენა მხრის პარალიჩი, მკურნალობდა ტრადიციული მეთოდით. ავადმყოფობა უკან არ იხევდა. ამიტომ მან გადაწყვიტა მიემართა არამიწიერი ძალებისათვის (divorum). ის ოთხი კვირა შეუსვენებლად  მიდიოდა იქ, სადაც ის მიყავდა მის მოუსვენარ გულს, მაგრამ არაფერი არ იცვლებოდა. ერთხელ მას დაესიზმრა ჟაგარსკის ეკლესია, რომელშიც ის არასდროს არ ყოფილა. ის ხედავდა, თუ როგორ წევდა მაღლა ოთხი მღვდელმსახური ქალწულის კუბოს და მერე ისევ უშვებდა დაბლა. მას ძილში ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ქალწული სასწაულმომქმედი იყო. ის დაიხარა და მარჯვენა ხელზე ეამბორა მას. ჯერ კიდევ ღრმა ძილში მან იგრძნო, რომ მისი ჯანმრთელობა სრულად აღსდგა, ხოლო გაღვიძებულმა ნახა, რომ ეს მართლაც ასეა. ჯეროდა რა, რომ მისი განკურნებით დამოკიდებულია სასწაულმოქმედ ქალწულზე (divae), მან გადაწყვიტა ზედიზედ სამი წლის განმავლობაში ყოველ წელს მისულიყო მასთან. მაგრამ ჟაგარე მან მოინახულა მხოლოდ ერთხელ. მას ეჟვი შეეპარა იმაში, რომ მისი გამოჯანმრთელება სასწაულმომქმედი ქალწულის მფარველობით მოხდა და დადებული აღთქმა დაარღვია.  ერთხელ, როდესაც ის ამაზე ფიქრობდა, ისევ დაეწყო ტკივილები და მოხდა სხეულის პარალიზება უფრო მძიმედ, ვიდრე ადრე.  მან ტირილით მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეასრულებდა აღთქმას და ერთი დღეღამის გამნავლობაში გამოკეთდა. (ჩანაწერი №  8).

 

 

H00-H59. თვალის და მასთან ახლომდებარე აპარატის დაავადება

 1. 1947წ.29 ივნისი. აკმიანსკის მრევლის მოსახლე ბარბორა რიმშოვა მთელი წელი წვალობდა ძლიერი თვალების ტკივილით. ტკივილისგან გაწამებულმა დაიწყო სხვადასხვა წმინდა ადგილების მონახულება, მაგრამ უშედეგოდ. ღვთის გეგმა სხვაგვარი იყო. ერთხელ სიზმარში მას გამოეცხადა ჟაგარის ქალწული და ქალს შესთავაზა სტუმრებოდა მას და შეეკვეთა ღვთისმსახურება. დაპირდა, რომ თვალების ტკივილი სრულად გაქრებოდა. ძილში მიცემული აღთქმის შემდეგ მოწმე ბარბორამ გაიღვიძა გამოჯანმრთელებულმა. (ჩანაწერი №  6).

 

 

Q00-Q99. თანდაყოლილი ანომალიები, განვითარების ხარვეზები, დეფორმაციები და ქრომოსომული დარღვევები

1. 1748წ. 25 თებერვალი. ბარბორა, გვარად რიმკევიჩოვა, რეტავის მრევლის მოსახლე, მისი შვილისსთვის დახმარების ძიებაში, რომელსაც არ შეეძლო სიარული დაჭიმული მყესის გამო (nervis contractis),  მთლი წელი დადიოდა ადგილებში, რომელიც ცნობილი იყო ზეციური მოწყალებით. გაიგონა რა, რომ მრავალრიცხოვანი მიმლოცველები მიდიან ჟაგარის ქალწულის სხეულთან, რომელიც ცნობილია თავისი სასწაულებით,  წაიყვანა თავისი შვილი მასთან და მალე დაინახა, რომ ბიჭს ფეხი გამოუჯანმრთელდა, რომ მისი ნაბიჟები ხდება უფრო მყარი (ჩანაწერი № 7).

2. 1746წ. 2 ივლისი. ქრისტინა ვასილკოვა გროდნოს მაზრიდან, მთელი სამი წლის განმავლობაში ავადმყოფობდა სხეულის წყლულებით.  მთელი სხეული დაუწყლულდა. როდესაც ტკივილი ცოტა შემსუბუქდა, ხოლო წყლულები ისევ იყო სხეულზე, მღვდელთა რჩევით მან მოინახულა წმინდა ადგილები. ასრულებდა რა მიცემულ აღთქმას,  გაიგონა, რომ ჟაგარაში თავისი სასწაულებით განთქმულია ერთი ქალწული. ის მალევე გაუდგა გზას, გაიარა რა 60 გერმანული მილი. მიუახლოვდა რა თავის მიზანს, ჰორიზონტზე გამოჩნდა ორი ეკლესია, მან ჰკითხა თავის თანამგზავრს, რომელია მათ შორის ცნობილი ღვთისკენ მავალი გზებით. თანამგზავრმა მიუთითა იმაზე, რომელიც მომცრო იყო და უფრო შორს მდებარეობდა და ქრისტინამ ძალიან გულითადად მიმართა დახმარებისთვის სასწაულმომქმედ ქალწულს. და იქვე იგრძნო, თუ როგორ უბრუნდებოდა დაკარგული ძალ-ღონე, სიარული გაუხდა უფრო მხნე. საფლავთან მიახლოებისას, უკვე ეკლესიის შიგნით, იგრძნო  როგორ პატარავდებოდა წყლულები და უბრუნდებოდა ჯანმრთლობა. (ჩანაწერი №  4).

 

Z00-Z99. ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მოქმედი ფაქტორები.

1. 1735წ. 8 მაისი. წიგნების გამყიდველი მიკოლას მაცულსკისი იფიცებოდა და ამტკიცებდა, რომ მან გადაიტანა ძალიან ძნელი ავადმყოფობა. ნახევარი წელი მიჯაჭვული იყო საწოლზე. როცა მკურნალობა უიმედო იყო, მას უცებ გაახსენდა ჟაგარელი ქალწული ბარბორა, შეპირდა მისულიყო მის საფლავთან და შეეკვეთა ლოცვა ჯანმრთელობისათვის. სამ დღეში ის ადგა საწოლიდან სრულიად ჯანმრთელი (ჩანაწერი №  1).

2. 1746წ. 14 მარტი. ჟემაიტისკი-კალვარიის მრევლის მოსახლის კაზიმერას ნარკიავიჩუს როჟეს ცოლი ძალიან ძლიერი და საშიში დაავადების გამო აღმოჩნდა სიკვდილის სარეცელზე. როდესაც ვერავითარმა ადამიანურმა ძალისხმევამ ვერ გამოიღო შედეგი, ის შეევედრა ქალწულ ბარბორას დახმარებას. იმავე დღეს მან იგრძნო გამოკეთება და გამოჯანმრთელდა. მალევე მან მოინახულა მისი გადამრჩენის სხეული (ჩანაწერი №  3).

 

ნაწილი II

ღვთის მადლის დადასტურება, თანახმად სარეგისტრაციო წიგნისა დაწერილი ეპისკოპოსის მოტეიუსის ვალაჩიუსის მიერ

(შემთხვევა 1860-1940წწ.)

 Motiejus Valancius

მოტეიუს ვალაჩიუსი (1801 – 1875) - ჟემაიტელი ეპისკოპოსი, განმანათლებელი, მწერალი, ფხიზელთა საზოგადოების ორგანიზატორი.

 

მოტეიუსი იყო მეოთხე შვილი მიკოლასის და ონა ვალანჩიუსების ოჯახში.დაიბადა 1801წ. 28 თებერვალს. სოფელ ნასრენაიში, სალანსკის მაზრაში, ტელშიაისკის დაბაში. XIX საუკუნის დასაწყისში ვალანჩიუსების ოჯახი ნასრენაიდან გადავიდა სოფელ კლაუსგალვიაი-მესედჟაიში. მოტიუსი სწავლობდა ჟაემაისკის დომინიკანურ გიმნაზიაში (1816 – 1821წწ.) შემდგომში (1822-1824) - ვარნიაიში, ხოლო 1824-1828წ. ვილნიუსის სასულიერო სემინარიაში.

1828წ. 1 სექტემბერს ვილნიუსის კაფედრალურ ტაძარში კურთხეულ იქნა მღვდლად. მსახურობდა კაპელანად მოზირის სკოლებში (დღევანდელი ბელორუსია, გომელის მხარე), კრაჟიაი (1834-1840). იყო ვილნიუსის (1840-1842) და პეტროგრადის (1842-1844) სასულიერო აკადემიის პროფესორი. 1845 წლიდან 1850 წლამდე იყო ვარნიაისკის სასულიერო აკადემიის რექტორი. 1850-1875წ. ხელმძღვანელობდა ჟემაიტიის ეპარქიას.

ღვთისმსახური გარდაიცვალა 1875წ. 17 მაისს. დასაფლავებულია კაუნასის კაფედრალუს ტაძარში - ბაზილიკაში.

ეპისკოპოსის თანამდებობაზე 25 წლის განმავლობაში  მსახურების დროს მ. ვალანჩიუსის მიერ ხელდასმულ იქნა მღვდლად 550 სემინარიელი, მირონცხების საიდუმლოს აზიარა 700 ათასზე მეტი ბავშვი. ააშენა 50 ეკლესია. ჟემაიტიის ეპისკოპოსად ყოფნის დროს ზრუნავდა ლიტვის მრევლის სკოლების, მცირე ბიბლიოთეკების, წიგნის მაღაზიების მშენებლობაზე. ორგანიზება გაუკეთა სიფხიზლის აქციას, რომლის მეშვეობითაც ლიტვაში ორი წლის განმავლობაში მოიხმარდნენ 8-ჯერ ნაკლებ არაყს.

ლიტვის პრესის აკრძალვის წლებში (1864-1904) დააარსა და ხელმძღვანელობდა წიგნის გამავრცელებელ საზოგადოებას.

მ. ვალანჩიუსმა დაწერა 50 წიგნამდე რომელთაგან უფრო მნიშვნელოვანია: „ჟემაიტიის ეპარქია“ (ორი ნაწილი), «Kantyczkos», «პალანგის უზე», «ანტას ტრეტინინკასის მოთხრობები», «წიგნი ბავშვებისათვის», «წიგნი დიდი ადამიანებისთვის» და სხვ...

მ. ვალანჩიუსი-ლიტვის ლიტერატურის ფუძემდებელი, დოაქტიკური პროზის ცნობილი ავტორი.

 (ბიოგრაფია მოწოდებულია საფუძველზე: http://samogitia.mch.mii.lt/mpkelias/ASMENYS/valancius.lt.htm)

 

მსახურ ღვთისა ბარბორა ჟაგარსკას მფარველობით მომხდარი სასწაულების სარეგისტრაციო წიგნი[1].

ძველი დროიდან ბარბორას ნეშტი ძველ ჟაგარაში განთქმულია სასწაულებით, ოღონდ თუ არ მოხდა მათი ჩაწერა, ისინი იცვლებიან და მალევე აღარ სჯერათ მათი. ეს რომ არ მოხდეს და მიმდინარე დროს სასწაულთა დამახსოვრების მიზნით, როდესაც უფალს მოუნდება დაასაჩუქროს ეს ნაწილები საზოგადოების პატივისცემით, გავალებთ შენ ჩვენო ქრისტეზე შეყვარებულო ეკლესიის წინამძღვარო, ამ წიგნში პოლონურ ენაზე ჩაწერე ყველა სასწაული  მოვლენა, რომელიც მოხდა ან მოხდება ბარბორას საფლავთან.  ჩასაწერად ყურადსაღებია მონაყოლი, რომელიც იმსახურებს ნდობას,  მორალურ და ღვთისმოსავ მოწმეთა, რომლებმაც სასწაულთა მდგომარეობა გაიგეს ისე, რომ ეჭვის ჩრდილის გარეშე უცებ შეუძლიათ გაიმეორონ ისინი ფიცის ქვეშ, თუ სასულიერო ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, რომ ეს აუცილებელია.  

(მოტეიუს ვალაჩიუსი ჟემაიტელი ეპისკოპოსი, ვერნიაი, 1860).

A00-B99. ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული დაავადებები

1. 1860წ. 26 ივნისი. ბარბორა კანვოვსკა ენდრეიავას რასეინსკის დაბიდან 28 წელი წვალობდა ციებ-ცხელებისგან.  წამლები არ მოქმედებდნენ. ბარბორასადმი აღთქმის დადების შემდეგ ციებ-ცხელებამ დატოვა სხეული (ჩანაწერი №  17).

2. 1862წ. 29 აგვისტო. მარიონა მაცეიაუსკენეს სხეულზე, ტელშიაისკის მაზრის ქალაქ  კალვარიიდან გულის ქვეშ გაეზარდა მტკივნეული ჩირქოვანა. რამდენადაც ჩირქოვანების სფეციფიური მკურნალობა არ არსებობს ის ასრულებდა ყველა გაგონილ რჩევას, რათა როგორმე გაექრო ტკივილი, მაგრამ ვერავითარ შვებას ვერ გრძნობდა. ასე წვალობდა მთელი ხუთი წელი. როგორც კი აღთქმა მისცა ბარბორას, ჩირქოვანა მაშინვე გასკდა.

(ჩანაწერი №  30.)

3. 1864წ. 16 მაისი. ანტანინა შიმაიტენე სოფლიდან კლეიშიაი ჟიდიკსკის მრევლიდან ტელშიაისკის დაბიდან სამი წლის განმავლობაში იტანჯებოდა ჩირქოვანებისგან ფეხებზე და არ შეეძლო ფეხით სიარული  ხელჯოხების გარეშე. ბარბორაზე აღთქმის მიცემის შემდეგ, რომელიც დასაფლავებულია სტაროჟაგარსკის ეკლესიაში და შორეულ მხარეებში განთქმულია თავისი სასწაულებით,  უცებ განიცადა შემსუბუქება და ნელ-ნელა ერთი წლის განმავლობაში სრულად გამოჯანმრთელდა (ჩანაწერი № 32).

4. 1871წ. 10 ივნისი. ანგეტე იარამინენე სოფელ სარაკაიდან გადუნაის მრევლიდან ტელშიაისკის მაზრიდან გვიამბობს ორ მოვლენაზე. მარიციონე პატკევიჩიუტეს თეძოზე გაეზარდა ჩირქოვანა - ძალიან მტკივნეული და არ ექვემდებარებოდა მკურნალობას. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები მას მკურნალობდნენ 3 თვის განმავლობაში, ის უიმედოდ კვდებოდა. როგორც კი ამ ქალმა დააწყო შესაწირი  ნეტარე ბარბორასათვის, გაქრა სისუსტე, ხოლო ჩირქოვანა გასკდომის გარეშე გაქრა და ქალი განკურნებულ იქნა.

მეორე მოვლენა: დომიცელე ვირშელენე იყო პარალიზებული, სრულიად უმწეო, საწოლიდან ვერ დგებოდა 2 თვის განმავლობაში. მთელი სხეული გაუსივდა. ღთისკურთხეულ ბარბორას მისცა თუ არა აღთქმა ის უცებ გამოკეთდა და დომიცელე სრულად გამოჯანმრთელდა. (ჩანაწერი № 66).

5. 1870წ. 6 ივნისი. ონე ჟაკაიტეს, ვერშნიაი შიაულიაის მაზრის ქალაქიდან, ძალიან ატკივდა მკერდი. მან სთქვა, რომ ეს არის შეშინებისგან გამოწვეული ავადმყოფობა. ის რვა თვე იტანჯებოდა აუტანელი ტკივილებისგან, რომელსაც თან ახლდა ძლიერი სისუსტე.  ნეტარ ბარბორასადმი აღთქმის დადების შემდეგ ტკივილი მკერდიდან გადავიდა ფეზებზე. გაუჩნდა ჩირქოვანები, რომლებიც შემდგომ გაიხსნენ, გამოვიდა ჩირქი, რის შემდეგაც ტკივილმა იკლო და ჭრილობა შეხორცდა. ქალი სრულად გამოჯანმრთელდა. (ჩანაწერი № 56).

6. 1939წ. 29 ივნისი. ონა ნავაგრეცკენეს აკმიანის მაზრის სოფელ ვენციშკესიდან, რომელიც მკერდით აჭმევდა ახალშობილ ბავშვს, 1933წ. ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში გამოეზარდა ჩირქოვანა, რიშ შემდეგაც ორივე სარძევე ჯირკვალზე გაეხსნა დიდი ჭრილობები. ის იყო მისული აკმიანეს და მაჟეიკსკის მაზრების საავადმყოფოების ორ ექიმთან. მათ უთხრეს, რომ მხოლოდ ოპერაციის შეუძლია მისი მდგომარეობის გაუმჯობესება. 1934წ. 29 ივნისს მან ჟაგარაში მოინახულა ბარბორას საფლავი. აქ მან იგრძნო გამოკეთება. რამოდენიმე დღის შემდეგ ქალი სრულად გამოჯანმრთელდა. მაგრამ 1936წ. ბოლოს ავადმყოფობა განახლდა. ქალის ქმარმა იონას ნავაგრეცკისმა გადაწყვიტა, რომ რეციდივის მიზეზი ის იყო, რომ მომხდარი სასწაულის შესახებ ეკლესიამ არ იცოდა. ჟაგარის ეკლესიაში მუხლებზე მდგარი სთხოვდა ბარბორას განეკურნა მისი ცოლი. პირდებოდა, რომ ზედიზედ სამი დღე ამავე მდგომარეობაში აღასრულებდა ლოცვას «გიხაროდეს მარია». ცოლი გამოჯანმრთელდა 1938წ. დეკემბრის ბოლოს (ჩანაწერი №  96).

C00-D48. ახალი წარმონაქმნები

1. 1870წ. 27 მაისი. ტომას ლაქშტასს კაუნასის გუბერნიის, ტელშიაისკის მაზრის ქალაქ კარვალიიდან ბასშვობიდან ტკიოდა ჯორკვლები ნიკაპისქვეშ, რომლებიც მას თითქმის ახრჩობდნენ. შეტევები გრძელდებოდა ორი სამი კვირა, წლის განმავლობაში ორ-სამჯერ, მთელი ათი წლის განმავლობაში. მას ექიმებისთვის არ მიუმართვს. ტკივილებს იყუჩებდა სახლში, მაგრამ სრულად ვერ ირჩენდა. ერთმა ღარიბმა მას ურჩია ნეტარი ბარბორასადმი შესაწირის გაკეთება.  ტომასი წავიდა ჟაგარაში, ბარბორას ნაწნავები გაისვა მტკივნეულ ჯირკვლებზე. მას შემდეგ არც წანაზარდები და არც მახრჩობელი შეგრძნება არ გამეორებულა. (ჩანაწერი №  51).

2. 1872წ. 29 მაისი. თვადი შიაულიაის მაზრიდან კონსტანტინას სტულგინსკისი, ბაბალიშკეს კურტუვენსკის მაზრელი იოკუბასის ვაჟი, ბავშვობიდან, თავისი მშობლებისგან - იოკუბასისგან და კოტრინასგან, მატუსიავიჩიუსების და სტულგინსკისების  ოჯახის წარმომადგენლები, ესმოდა სასწაულებზე, რომლებიც გადახდენიათ მათ ან სხვა ხალხს ბარბორას მადლიერებით ძველი ჟაგარიდან. სასწაულები მასაც მოუვიდა: «1) 1865-1869წწ. მე მძიმედ ვიყავი ავად და ექიმები ჩემს ავადმყოფობას უწოდებდნენ ხან კიბოს, ხან კი სხვა საშინელ დაავადებას; მთვარი ექიმის ნებით, ბარბორას მფარველობით, მე თვითონ, ექიმების რჩევის გარეშე, ვპოვე ეფექტური წამალი, რომლისგანაც გამოვჯანმრთელდი;  2) 1863წ. ივლისში და 3) 1871წ. 14 ივნისს, როდესაც ჩემი არაკეთილმოსურნეთა მონდომებით, ჩემი ღირსების და ინტერესებისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში სტაროჟაგარსკის ეკლესიაში ჩემთვის  ჩატარდა წმინდა წირვა - იმავე დღეს მე ხელმძღანელობისგან მივიღე კეთილგანწყობილი განკარგულება - ჩემი მონდომების გარეშე, ყოველგვარი ადამიანური ჩარევის გარეშე, მხოლოდ უზენაესი მსაჯულის ნებით, ბარბორას მადლიერებით, მფარველობით და დახმარებით. ასევე სხვადასხვა საოჯახო საქმეებში, ჭეშმარიტი რწმენით, გულითადად მივმართავ ბარბორას მეშვეობით   უფალს დახმარებისთვის და საოცრად ვიღებ ყველაზე ეფექტურ დახმარებას, რჩევას და  მხარდაჭერას». (ჩანაწერი №  68).

3. 1876წ. 23 ივნისი. პიატრას შემეტისს ჟემალსკის მაზრის ტელშიაისკის დაბის ლელაიჩიაის სოფლიდან სამ თვეში სახეზე გამოეზარდა სიმსივნე. ექიმებმა უთხრეს, რომ ეს არის კიბო და შეაშინეს, რომ ის განუკურნებელია. შეხედა რა, რომ ადამიანური ძალები და მეცნიერება უძლურია დაუბრუნოს მას ჯანმრთელობა, პიატრასმა მიმართა ღმერთს, ლოცულობდა ბარბორას მეშვეობით ცოდვათა განწმენდაზე და მფარველობაზე. იმ მომენტიდან მისმა მდგომარეობამ დაიწყო გამოსწორება. სრულად განიკურნა სამ კვირაში. (ჩანაწერი №  83).

D50-D89. სისხლის, სისხლმბადი ორგანოების დაავადებები და იმუნური მექანიზმის ჩამრთავი გარკვეული დარღვევები

1. 1874წ. 12 ივლისი. მარციონა სტრიპინაიტიტე ილაკსკის დაბის ტელშიაისკის მაზრის სოფელ პეტრიკაიდან ცხრა წელი წვალობდა ტუჩებიდან და ცხვირიდან სისხლდენით. მთელი სხეული დაფარული ქონდა მტკივნეული წყლულებით. ის ღარიბი იყო და მკურნალობდა მხოლოდ სახლის საშუალებებით. ამ დროის განმავლობაში ავადმყოფობამ მას წაართვა ძალღონე გონების დაკარგვამდე. ერთხელ სიზმარში ვიღაც მოხუცმა ურჩია მას მიემართა ღვთითკურთხეული ბარბორასათვის ჟაგარიდან, რომ მას ეშუამდგომლა ღვთის წინაშე და ის გამოკეთდებოდა. მან დაუჯერა ამ რჩევას და იქვე იგრძნო უკეთესობა. ძალა თანდათან ემატებოდა, სისხლდენა თანდათან შეწყდა, წყლულები შეხორცდა. დარჩა მხოლოდ შინაგანი ტკივილები, რომლებიც არ იყვნენ ისეთი მტკივნეული როგორც ადრე. ის ჩავიდა ჟაგარაში ღვთის თაყვანისაცემად და ღვთისგან კურთხეულ ბარბორას საფლავთან მადლობის სათქმელად საოცარი განკურნებისთვის. (ჩანაწერი №  81).

F00-F99. ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები

1. 1870წ. 6 ივნისი. ონა ბაზარენეს ლელიაისკის მაზრის რესეისკის დაბის სტრაგინტრასის სოფლიდან შიშისაგან და დაძაბულობისგან დაემართა ისეთი გონების დაბინდვა, რომ ზოგჯერ საჭირო ხდებოდა მისი შებოჭვა, იმიტომ, რომ ის რასაც კი მისწვდებოდა ყველაფერს ხევდა ნაწილებად, ხევდა ტანსაცმელს და თავზე თმებს იგლიჯავდა. ბავშვებს ანარცხებდა მიწას. ასე გრძელდებოდა ათი თვე. ახლობლებმა არ იცოდნენ რით ეშველათ და დაუდეს აღთქმა ჟაგარელ ბარბორას. როგორც კი მათ ეს გააკეთეს, ქალს დაუბრუნდა გონება და ის სრულად გამოჯანმრთელდა. (ჩანაწერი №  57).

G00-G99. ნერვული სისტემის დაავადებები

1. 1856წ. 26 ივნისი. ბარბორა პალტაკაიტეს შიაულიაის მაზრის ვაიგუვსკის დაბიდან გააჩნდა ფეხის კონტრაქტურა.  დაუდო თუ არ აღთქმა ნეტარ ბარბორას, მან უცებ იგრძნო გაუმჯობესება, შეძლო ჟაგარაში ჩასვლა და მიცემული აღთქმის შესრულება. (ჩანაწერი №  3).

2. 1859წ. 25 მაისი. სესილია ნუგარენე პატარა ქალაქ კალვარიიდან რვა წელი იყო პარალიზებული. დაუდო თუ არ აღთქმა ნეტარ ბარბორას, ქალმა უცებ იგრძნო უკეთესობა და შემდგომში სრულად გამოჯანმრთელდა. (ჩანაწერი №  6).

3. 1859წ. 25 ივლისი. პეტრონელე ალესკაიტეს ტელშიაისკის მაზრის პატარა ქალაქ კალვარიიდან გააჩნდა ფეხის კონტრაქტურა. და გარდა ამისა ის ხშირად ავადმყოფობდა. ნეტარე ბარბორასადმი აღთქმის დადების შემდეგ მალევე შეძლო სიარული ხელჯოხის გარეშე, თითქოს ის არც არასდროს დასჭირვებია (ჩანაწერი №  8).

4. 1859წ. 20 აგვისტო. აგორა ბარტკენე ტელშიაისკის მაზრის პატარა ქალაქ კალვარიიდან იტანჯებოდა ძლიერი თავის ტკივილებით რომელსაც ის მიყავდა გონების დაბინდვამდე. დაუდო აღთქმა ნეტარ ბარბორას და სრულად გამოჯანმრთელდა. (ჩანაწერი №  12).

5. 1860წ. 26 ივნისი. მონიკა ჟემგულიტე რასეინსკის მაზრის პატარა ქალაქ ენდრეიავასიდან  გაწამებული იყო იმით, რომ ჰქონდა ფეხის კონტრაქტურა. განიცდიდა რა ძლიერ ტკივილებს ის სამი წელი ვერ დადიოდა ხელჯოხების გარეშე. როგორც კი დაუდო აღთქმა ნეტარ ბარბორას უცებ გამოჯანმრთელდა. ჟაგარაში ჩასულმა გულწრფელად მოყვა ეს ყველაფერი.  (ჩანაწერი №  14).

6. 1861წ. 16 ივნისი. მაგდალენა ჟობერენეს შიაულიაის მაზრის პატარა ქალაქ ვაიგუვადან ჰქონდა ფეხის კონტრაქტურა და ნახევარი წლის განმავლობაში მედიცინა ვერაფრით შველოდა. დაუდო თუ არ აღთქმა ნეტარ ბარბორას, მან უცებ იგრძნო გაუმჯობესება (ჩანაწერი №  21).

7. 1862წ. 28 ივლისი. პეტრონელე ალეისკაიტე შიაულიაის მაზრის კალვარიის დაბიდან ოთხი თვე იტანჯებოდა გაუსაძლისი თავის ტკივილებისგან  და ამის გამო განიცდიდა ძლიერ სისუსტეს. ექიმებმა უთხრეს, რომ უძლურნი იყვნენ და ის მოკვდებოდა. ნეტარე ბარბორას, დასაფლავებულს სტაროჟაგარსკის ეკლესიის მიწისქვეშ, მისცა თუ არა აღთქმა მისი ჯანმრთელობა გამოკეთდა. ოთხი კვირის შემდეგ მან შეძლო გადაელახა თხუთმეტი მილი, რომ შეესრულებინა დადებული აღთქმა. (ჩანაწერი №  26).

8. 1862წ. 28 ივლისი. დომიცენე ალეისკაიტე ტელშიაისკის მაზრის პატარა ქალაქ კალვარიიდან მრავალი წლის განმავლოვაში იტანჯებოდა ავადმყოფობისგან და პრაქტიკულად ბრმა იყო ცალი თვალით. აღთქმის მიცემის შემდეგ იგრძნო, რომ ავადმყოფობამ უკან დაიხია და მხედველობა გაუუმჯობესდა (ჩანაწერი №  27).

9. 1865წ. 26 მაისი. ურშელე ალეკნაიტეს ტელშიაისკის მაზრის სოფელ დიმგაილიაიდან ჰქონდა მარჯვენა ფეხისა და ხელების კონტრაქტურა. დაუდო თუ არ აღთქმა ნეტარ ბარბორას, ის იქვე გამოკეთდა. ფეხი გაეშალა ისე, რომ თვითონ შეძლო ჟაგარაში ჩასვლა და ლოცვა. დარჩა ხელების კონტრაქტურა. (ჩანაწერი №  35).

10. 1869წ. 7 მისი. ონა ვიშნიაუსკაკეს (65 წელი) პატარა ქალაქ კრეტინგიდან, ქალიშვილი ანასტასისა და მარიონისა, კაუნასის გუბერნიის ტელშიაისკის მაზრის კარტენსკის დაბის მოსახლეს უეცრად დაეწყო აუტანელი ტკივილები სახის და თავის არეში. მან მოინახულა სასწაულებით განთქმული ადგილები, მაგრამ ვერაფრმა ვერ უშველა. ტკივილისგან სახე დაებრიცა  და დარჩა ასეთი ხუთი წლის განმავლობაში. ერთხელ ღამე სიზმარში მან იხილა ქალი, რომელმაც უთხრა: «თუ გინდა იყო ჯანმრთელი გაიღე შეწირულობა ბარბორასთვის ჟაგარაში». «აბა როგორ შევძლემ ამას მე ასეთი სუსტი, თანაც ასე შორს ვცხოვრობ», – უპასუხა მან. უცნობი დაჟინებით უმტკიცებდა: «შენ შეგიძლია გამოჯანმრთელება, ვიდრე გაქვს თავისუფალი დრო». ეს მოხდა ახალი წლის შემდეგ. გამოღვიძების შემდეგ მან თავი იგრძნო სრულიად ჯანმრთელმა: თავი აღარ სტკიოდა, სახე გაუსწორდა, გაუჩნდა უნარი ისეთ სიარულისა, როგორც ადრე. ასეთი ცვლილებით გაოცებულნი იყვნენ ამ სასწაულის თვითმხილველნი (ჩანაწერი №  44).

11. 1869წ. 7 სექტემბერი. იუოზაპოტის ლანდსბერგენეს, ქვრივის ქალაქ რიგიდან,  ვაჟი, იუსტასი რვა წელი იტანჯებოდა ეპილეფსიისგან ან წმ. ვიტასის დაავადებით. ის ყველაფერს აკეთებდა ამ დაავადების მოსარჩენად, მაგრამ ხსნა არ იყო. მას ეუბნებოდნენ: «ასეთი დაავადება - განუკურნებელია». მას ვიღაცამ ურჩია დახმარებისთვის მიემართა სასწაულებით განთქმულ ნეტარი ბარბორასათვის. დედამ დადო აღთქმა, რომ მოინახულებდა მის საფლავს და ილოცებდა. როგორც კი მან ეს გააკეთა მისმა ვაჟმა დაიწყო გამოკეთება. ავადმყოფობა მეტი აღარ გამეორებულა. ამ სასწაულის შესახებ ნოვოჟაგარსკის ეკლესიის წინამძღვრის სახლში საძმოს დღესასწაულის დროს მოყვა იოუზაპოტა ლანდსბერგენე, რომელიც მეორედ ეწვია ჟაგარეს, იმისათვის, რომ მადლიერება გამოეხატა ღვთის მიმართ მისი ვაჟის გამოჯანმრთელებისათვის, ბარბორას თანადგომით და მადლიერებით (ჩანაწერი №  47).

12. 1870წ. 5 ივნისი. იონას მილეშკა შიაულიაის მაზრის ტრიშკიაისკის დაბის სოფელ ბირბილიშკედან, დაახლოებით ერთი წლის მანძილზე იტანჯებოდა ეპილეფსიით. ექიმებმა დაადგინეს, რომ ავადმყოფობა განუკურნებელია. აღთქმის დადების შემდეგ მან იგრძნო გაუმჯობესება და შემდგომ სრულად განიკურნა (ჩანაწერი №  52).

13. 1870წ. 6 ივნისი. ბარბორა ვანაგაიტეს რასეინსკის მაზრის ქალაქ კედაინიაიდან ხელებზე, ფეხებზე და სახეზე ქონდა ჭრილობები. სხეულის მარჯვენა მხარე ქონდა პარალიზებული და არ შეეძლო მისი გამოყენება. ის ასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა ორი წლის განმავლობაში, განიცდიდა საშინელ სისუსტეს. იღებდა უამრავი ექიმების მიერ დანიშნულ სხვადასხვა წამლებს. ჭრილობები არ ხორცდებოდა და ავადმყოფს არ შეეძლო განძრევა. ვიღაცის რჩევით მან შეკრიბა შესაწირი ბარბორასათვის. მალევე იგრძნო შვება, შეძლო მოძრაობა, გაქრა მწვალებელი სისუსტე (ჩანაწერი №  53).

14. 1870წ. 6 ივნისი. ელჟბეტა ველცენეს შაულიაის მაზრის ვეკშლიაისკის დაბის სოფელ ნაიკიაიდან შიშისგან დაეწყო ხლების კანკალი. ასე წვალობდა ექვსი თვე. სახლის და პომეოპათიური საშუალებებით მკურნალობა იყო უშედეგო. ის შესაწირს იღებდა სხვადასხვა სასწაულმოქმედ ადგილებში, მაგრამ შვება არ იყო. როგორც კი მისცა აღთქმა ბარბორას, კაკნალი შეწყდა და აღარ გამეორებულა. (ჩანაწერი №  55).

15. 1873წ. 30 მაისი. ურშულე შუკიუტე მუშების ვინცენტასის და მარიონას ქალიშვილი შიაულიაის  მაზრის სოფელ იოდეიკიაიდან უეცრად დაავადდა თავის ტკივილებით, დასუსტდა გული, ყოველ წუთში გრძნობდა თითქოს იგუდებოდა. დედამისი ბარბორას მეშვეობით სთხოვდა ღმერთს ქალიშვილის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. გამოღვიძებულმა ქალიშვილმა უთხრა დედას: «წავიდეთ დედა». მან შეეკითხა: «სადქალიშვილი: «ჟაგარაში». კითხვაზე, თუ რატომ უნდა წასულიყვნენ იქ, ქალიშვილმა უპასუხა: «ვიღაცამ მე მითხრა, რომ მე კვირამდე უკეთ გავხდები». იმ მართლაც ღირშესანიშნავი მომენტიდან ურშულემ იგრძნო უკეთესობა და საბოლოოდ გამოჯანმრთელდა (ჩანაწერი №  73).

16. 1873წ. 14 ივნისი. ურშულე გუნაიტეტეს კაუნასის გუბერნიის რასეინსკის მაზრის პატარა ქალაქ პაგრამანტისიდან ოთხი თვე ჰქონდა ფეხების კონტრაქტურა. ექიმის დანიშნული წამლები არ შველოდა. ურშულემ აღთქმა მისცა შესანიშნავ ჟაგარელ ბარბორას და მესამე დღეს მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო რამოდენიმე დღის შემდეგ ის სრულად გამოჯანმრთელდა (ჩანაწერი №  75).

H00-H59. თვალის და მის ახლომდებარე აპარატის დაავადებები

1. 1857წ. 16 ივნისი.  ემილია ეიგვალაიტეს ტელშიასკის მაზრის სალანსკის დაბიდან რამოდენიმე თვე აუტანლად სტკიოდა თვალები და ამის გამო ის ცუდად ხედავდა. როგორც კი მან დაუდო აღთქმა ნეტარ ბარბორას, ტკივილები მაშინვე შეწყდა, გამოჯანმრთელდა და მხედველობა აღუდგა (ჩანაწერი №  4).

2. 1859წ. 12 ივნისი. დომიცელუ ურბაიტეს ტელშიასკის მაზრის  ალშედსკის დაბიდან დაბადებიდან მრავალი წლის განმავლობაში ტანჯავდა თვალების ტკივილი და არავითარი რჩევები და წამლები არ შველოდა. როგორც კი მან დაუდო აღთქმა ნეტარ ბარბორას, ტკივილები მაშინვე შეწყდა, გამოჯანმრთელდა და მხედველობა აღუდგა (ჩანაწერი №  7).

3. 1859წ. 27 ივლისი. პეტრონელე ჩეკაუსკენე ტელშიასკის მაზრის  პატარა ქალაქ გეგრენაიდან შვიდი წელი მძიმედ იყო ავად თვალების რაღაც დაავადებიგან. არავითარი რჩევები და წამლები არ შველოდა. მას მუდმივი სიბრმავე ემუქრებოდა. ქალი ბილიკსაც ვერ ხედავდა ფეხების ქვეშ. მას შემდეგ, რაც აღთქმა დაუდო ნეტარ ბარბორას, მხედველობა ისე სწრაფად გაუუმჯობესდა, რომ მან დახმარების გარეშე შეძლო ნეტარი ბარბორას საფლავთან მისვლა ჟაგარაში, რომ შეესრულებინა აღთქმა  (ჩანაწერი №  9).

4. 1860წ. 12 მაისი. მოურავს ფელიკსას ნოვიცკისს შიაულიაის  მაზრის  კურშენსკის დაბის სოფელ შიუპშიაიდან სტანჯავდა თვალებში უკურნებელი ბინდი. ძილში ვიღაც მოხუცმა ურჩია მოენახულებინა სტაროჟაგარსკის ეკლესიაში ნეტარე ბარბორას საფლავი. ამ მოხუცის სიტყვით ის აღიდენდა მხედველობას. მოურავმა დადო აღთქმა და იქვე განიკურნა. ჩავიდა ჟაგარაში, რომ შეესრულებინა თავის დანაპირები (ჩანაწერი №  13).

5. 1861წ. 27 მაისი. ონა მაევსკა და აგნეტე კაჟდაილაიტე ტელშიასკის მაზრის  პატარა ქალაქ ალსედჟაიდან ყვებოდნენ, რომ მათ დიდ ხანს აწუხებდათ თვალები. როგორც კი დაუდეს აღთქმა ნეტარ ბარბორას, მაშინვე განიკურნენ.  (ჩანაწერი №  20).

6. 1862წ. 29 აგვისტო. მარციონე იასკაუსკენეს ტელშიასკის მაზრის  პატარა ქალაქ ლეპლაუკედან მთელი წელი სტკიოდა თვალი. აწვალებდა აუტანელი თავის ტკივილი. წამლები არ შველოდა. როგორც კი მან დაუდო აღთქმა ნეტარ ბარბორას, ტკივილები მაშინვე შეწყდა და იგი გამოჯანმრთელდა (ჩანაწერი №  29).

7. 1867წ. 18 ოქტომბერი. ანტანას სოროკა რესეისკის მაზრის მოურავი სოფელ პაგედოტისიდან სამი წლის განმავლობაში იყო თითქმის ბრმა. როგორც კი მან დადო აღთქმა, უეცრად კარგად გახდა და ოთხ თვეში თითქმის სრულიად ჯანმრთელი თვალებით ეწვია ჟაგარას, რომ შეესრულებინა აღთქმა - თაყვანი ეცა ბარბორას ნეშტისათვის და მადლიერება გამოეხათა ღვთის წინაშე წმინდანების მეშვეობიღ სასწაულების მოხდენისათვის. (ჩანაწერი №  38).

8. 1868წ. 29 მაისი. ელჟბეტა კონდოტაიტა ტელშიასკის მაზრის  ვეივირჟენსკის დაბიდანთითქმის მთელი წელი წვალობდა თვალების ტკივილისგან და ფეხების რევმატიზმისგან. დიდხანს იღებდა ექიმებისგან დანიშნულ წამლებს, შვება არ იყო. როგორც კი მან დაუდო აღთქმა ნეტარ ბარბორას, მაშინვე იგრძნო უკეთესობა. სამ თვეში თვალები თითქმის გამოუჯანმრთელდა, ხოლო ტკივილები იმდენად ჩაცხრა, რომ მან შეძლო აღთქმის შესრულება. (ჩანაწერი №  41).

9. 1868წ. 21 სექტემბერი. მაგდალენა რუკშტელენე ქვრივი რასეინსკის მაზრის პატარა ქალაქ გირკალნისიდან ორი წლით დაბრმავდა. შინაური საშუალებები არ შველოდა. მეორე წლის შემდეგ მისცა აღთქმა ნეტარე ბაბრბორას. მხედველობა იქვე აღუდგა. (ჩანაწერი 42).

10. 1868წ. 21 სექტემბერი. პეტრონელე გედრაიტეტე რასეინსკის მაზრის პატარა ქალაქ გირკალნისიდან ორი წელი წვალობდა თვალის ტკივილებით.  გარდა ამისა კისერზე გამოუვიდა ჩირქოვანა. ორმაგი დაავადება აუტანელი ტკივილებით დღე და ღამე მისვენებას არ აძლევდა. არ შველოდა არც შინაური საშუალებები, არც ექიმების მიერ დანიშნული წამლები. მას ვიღაცამ ურჩია აღთქმა დაედო ნეტარი ბარბორასავის. ამის გაკეთებისთანავე იგრძნო შვება თვალებში, ჩირქოვანა გაქრა. გოგონა გამოჯანმრთელდა. (ჩანაწერი №  43).

11. 1869წ. 18 ივლისი. კუნიგუნდა ბარანაუსკენეს, ტელშიასკის მაზრის  პატარა ქალაქ ვარნიაიდან ხანძრის დროს დაეწვა თვალები. იმედი არ იყო, რომ ექიმები რაიმეს უშველიდნენ. კუნიგუნდას შემხედვარე ხალხი ამბობდა: «მხოლოდ სასწაულს შეუძლია მისი გადარჩენა». ასეც მოხდა. წამლებმა, რომლითაც ის მკურნალობდა სამი თვე, ვერ უშველა. როდესაც ადამიანურმა საშუალებებმა ვერ უშველა, კინიგუნდამ გადაწყვიტა საშველად მიემართა ღმერთისათვის. გაახსენდა ბარბორა ძველ ჟაგარაში, სასწაულები, რომელიც მას ბავშვობიდან ბევრი სმენია და მოუნდა მისი ნახვა. ეს გაიფიქრა და თავისთვის თქვა: «თუ თვალები გამომიჯანმრთელდება, წავალ მის საფლავზე და აღვასრულებ მიცემულ აღთქმას». იგი იქვე გამოკეთდა. ნელნელა ექვსი თვის განმავლობაში მას მხედველობა აღუდგა, თითქოს ფერფლისგან გაიწმინდა თვალები. იგი გამოჯანმრთელდა მათ გასაკვირად ვინც იცოდა მისი ეს უბედურება. მან შეასრულა დაპირება (ჩანაწერი №  46).

12. 1870წ. 5 ივნისი. ტეოდორა მალონეკაიტე შაულიაის მაზრის პატარა ქალაქ ვეკშნიაიდან იტანჯებოდა თვალების არაადამიანური ტკივილისაგან. ოთხი წლის განმავლობაში თვალებში ჰქონდა ბინდი. არ შველოდა არც შინაური საშუალებები, არც ექიმების მიერ დანიშნული წამლები. როგორც კი მან დადო აღთქმა ტკივილმა მაშინვე იკლო, ბინდი გაქრა და მხედველობა აღგა. (ჩანაწერი №  54).

13. 1870წ. 6 ივნისი. როზალინ მიცკუტეს შაულიაის მაზრის პატარა ქალაქ იონიშკელისიდან ტკიოდა თვალები. თვალები იმდენად გასიებული იყო, რომ მას გადაადგილება დახმარების გარეშე არ შეეძლო. ეს გრძელდებოდა ექვს თვეს. როგორც კი როზალიამ შეაგროვა ბარბორასათვის შესაწირი, მან იგრძნო უკეთესობა და იგი მთლიანად გამოჯანმრთელდა (ჩანაწერი №  58).

14. 1872წ. 1 დეკემბერი. მოურავმა იონას პაულაუსკისმა შიაულიაის მაზრის ლუოკეს დასახლებიდან მიუტანა ბარბორას შეწირულობა ნახევარი რუბლი ლუთერანი ბოგომოლი ვარტენაიტესგან, რომელსაც დიდხანს ტკიოდა თვალები. ჭეშმარიტი რწმენით მან შეკრიბა შესაწირი ნეტარე ბარბორასათვის და მალევე გამოჯანმრთელდა (ჩანაწერი №  71).

15. 1873წ. 26 ივნისი. ვიქტრია პარაგაიტეტეს რასეინსკის მაზრის პატარა ქალაქ ენდრეიავასიდან ძალიან ტკიოდა თვალები. სამი წელი მკურნალობდნენ ექიმები, მაგრამ უშედეგოდ. ერთხელ ღამე მას დაესიზმრა, რომ ის მოხვდა ჟაგარაში, ბაბრორას საძვალეში. იქ ქალმა სთხოვა ბარბორას, რომ მას ეთხოვა ღმერთისთვის თვალის შუქი დაებრუნებინა მისთვის. ბარბორამ დაუძახა ავადმყოფს ახლოს მისულიყო მასთან. ხელი მოუსვა თვალებზე, თითქოს რაღაც აპკი გადააცალა. გაღვიძებული ვიქტორია თავს გრძნობდა ბევრად უკეთესად. ტკივილები შეწყდა და მხედველობა დაუბრუნდა. (ჩანაწერი №  76).

16. 1873წ. 10 ივლისი. მაგდალენა ლიდენეს რასეინსკს მაზრის პატარა ქალაქ  ვეშვენაიდან თითქმის 16 წლის განმავლობაში ძალიან სტკიოდა თვალები.  არ შველოდა არც შინაური საშუალებები, არც ექიმების მიერ დანიშნული წამლები. მაგდალენამ აღუთქვა ჟაგარელ ბარბორას, მაგრამ არ შეასრულა დაპირება. ამიტომ 2 წელი მისი მდგომარეობა არ გამოსწორებულა. შემდეგ ისევ ექიმებს მიმართა, ხოლო როდესაც გამოჯანმრთელდა აღიარა, რომ ჯანმრთელობა მიიღო უფლისგან, ღვთითკურთხეული ბარბორას შემწეობით. (ჩანაწერი №  77).

17. 1878წ.30 ივნისი. ურშულე პილიპაიტე შპიტალიადან (უსახლკაროთა და ღარიბთა თავშესაფრიდან) რასეინსკის მაზრის ტაურაგსკის დაბიდან დაბრმავდა 5 წლის ასაკში და 14 წლის განმავლობაში იყო ბრმა. შინაური საშუალებები და ექიმების მიერ დანიშნული წამლებით უზომოდ დიდხანს მკურნალობდა, მაგრამ არაფერმა არ უშველა. როდესაც მან შეკრიბა შესაწირი ნეტარე ბარბორასათვის მალევე იგრძნო უკეთესობა, მაგრამ დაივიწყა მიცემული დაპირება. თვალები ისევ დაებინდა. მაშინ მას გაახსენდა, რომ მან არ შეასრულა დაპირება. ამიტომ სასწრაფოდ, აღჭურვილმა დიდი რწმენით, შეასრულა მიცემული სიტყვა. მეოთხე დღეს მისი მდგომარეობა იმდენად გამოსწორდა, რომ ჟაგარაში ჩასულმა იგრძნო, რომ სრულიად გამოჯანმრთელდა (ჩანაწერი №  79).

18. 1875წ. 16 მაისი. მარიონა დრაზდაუსკენე სინტაუტაისკის მაზრიდან (?) სეინსკის ეპარქიიდან პოლონეთის სამეფოდან, მრავალი წელი ცხოვრობდა თითქმის დაბინდული თვალებით.  მეზობელი გოგონას რჩევით მან დახმარებისთვის მიმართა ღვთითკურთხეულ ბარბორას, დაპირდა, რომ მუხლებზე ჩოქვით შემოუვლიდა მის საფლავს. იმ წამსვე დაინახა შუქი და დაიბნა-არ სჯეროდა თავისი თვალების. იმ დღიდან მას დაუბრუნდა მხედველობა-უკვალოდ გაქრა სიბრმავე, რომელიც აწვალებდა შვიდი წლის განმავლობაში (ჩანაწერი №  82).

19. 1876 წ. 19 აგვისტო. მაჩიკაუსკენე რასეინსკის მაზრის ჟიგაიჩსკის დაბის სოფელ პრიშმანჩიაიდან ბრმა იყო 12 წლის განმავლობაში. მისი თვალები ძალიან იყო დაზიანებული - ავადმყოფობამ მისი თვალები ბუდეებიდან გარეთ გადმოყარა. არ შველოდა არც შინაური საშუალებები, არც ექიმების მიერ დანიშნული წამლები. როგორც კი მან დაუდო აღთქმა ნეტარ ბარბორას ჟაგარაში, მაშინვე თვალებში იგრძნო უკეთესობა და მხედველობა აღუდგა. (ჩანაწერი №  84).

20. 1883წ. 5 აგვისტო. ფრანციშკა სკიპაროვოვას პატარა ქალაქ აკმიანედან ხუთი წლის განმავლობაში აუტანლად ტკიოდა თვალები. ექიმებმა ურჩიეს ერთი თვალის ოპერაცია, რათა გადაერჩინა თვალი სიმღვრივისაგან.  პრანციშკა არ დაეთანხმა. მაშინ დედამ მას უთხრა: «ხომ ხედავ, რომ ექიმების წამლები არ გშველის. სასწაულმოქმედი წმინდანთა მეშვეობით, მყარი რწმენით უნდა მივმართოთ უფალს რათა მივიღოთ მისი წყალობა. მოვაგროვოთ შესაწირი ღვთითკურთხეული ბარბორასათვის, რომელიც დასაფლავებულია ეკლესიის მიწისქვეშ. 1 რუბლს წირვისათვის გასცემ და ფეხით წახვალ ძველ ჟაგარაში». პრანციშკა ასეც მოიქცა და ორი კვირის შემდეგ ტკივილი გაქრა, ერთი თვალიდან მხედველობა არ აღდგა, ხოლო მეორე თვალი სრულად გამოჯანმრთელდა. ეს მოხდა წმ. პეტრეს დღეს 29 ივნისს (ჩანაწერი №  87).

H60-H95. ყურისა და დვრილისებრი მორჩის დაავადებები

1. 1923წ. 28 სექტემბერი. ონა სუკაიტე მატეუშისა და ონას ქალიშვილი პიპილესკის მაზრის სოფელ დრაგინიაიდან ჩავიდა ძველ ჟაგარაში, რომ შეესრულებინა აღთქმა და მადლიერება გამოეხათა უფლისადმი ყურის ტკივილის განკურნებისათვის. 27 წლის გოგონა მოჰყვა, რომ წლინახევრის განმავლობაში არაფერი არ ესმოდა, ხოლო ექიმებმა უთხრეს, რომ სმენა აღარასდროს არ აღუდგებოდა. მაშინ მან შეწყვიტა წამლების მიღება. სადღაც აღდგომისათვის (1923წ.)  მან დადო პირობა, რომ მოინახულებდა ბარბორას საფლავს და ილოცებდა მისთვის. უეცრად ყურებში სიჩუმემ დაისადგურა. თანდათან სმენა გაუუმჯობესდა. (ჩანაწერი №  91).

I00-I99. სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები

1. 1859წ. 30 ივლისი. ბარბორა ურბანოვიჩიუტე რასეინსკის მაზრის ტიტუვენსკის დაბიდან ხუთი წლის განმავლობაში  დაფარული იყო ჭრილობებით. ვერ დგებოდა საწოლიდან. ჭრილობიდან ცვივოდა ძვლები. როგორც კი მისცა აღთქმა თავისი სასწაულებით განთქმულ ბარბორას ჭრილობებმა დაიწყეს შეხორცება და ორი თვის შემდეგ მან უკვე შეძლო ადგომა და გავლა. (ჩანაწერი №  10).

2. 1860წ. 26 ივნისი. ლიონას იონუშასს, რასეინსკის მაზრის სოფელ პატირისიდან ფეხზე გაუჩნდა წყლული, რომელიც აუტანლად სტკიოდა. ეს გრძელდებოდა წელიწადნახევარი. მისცა რა აღთქმა ღვთითკურთხეულ ბარბორას მან სწრაფადვე დაიწყო გამოჯანმრთელება. სრულად განიკურნა ექვს თვეში. (ჩანაწერი №  16).

3. 1864წ. 16 მაისი. აგნეტე ჟუკაუსკანე ტელშიაინსკის მაზრის სოფელ სტრიპინიაიდან სამი წლის განმავლობაში იტანჯებოდა ფეხებზე გახსნილი ჭრილობებისაგან.  აღთქმის მიცემისთანავე გამოჯანმრთელდა (ჩანაწერი №  31).

4. 1865წ. 6 ივლისი. ანტანინა სუვეიკაიტე ტელშიაისკის მაზრის ჟიდიკსკის დაბის სოფელ სალაუჩიაიდან (?) სამი წლის გამნავლობაში ითმენდა ტკივილს ჭრილობებით დასერილ ფეხებზე, ძლივს ახერხებდა სიარულს. ბარბორასათვის აღთქმის მიცემის შემდეგ ქალმა იგრძნო უკეთესობა, ტკივილები გაქრა, ჭრილობებმა დაიწყეს შეხორცება. (ჩანაწერი № 37).

5. 1870წ. 15 ივნისი. ონა პუშკუტეს შიაულიაის მაზრის უჟვენტისკის დაბის სოფელ პაბუტკალნისიდან შეეშინდა ცოფიანი ძაღლის და ხელებზე და ფეხებზე გაეხსნა ძალზედ მტკივნეული ჭრილობები, რომლიდანაც ჩანდა ძვლები.ეს გრძელდებოდა 10 წლის განმავლობაში.  არც ექიმთა მიერ გამოწერილმა წამლებმა და არც წმინდა ადგილთა მონახულებამ შედეგი არ გამოიღო. როგორც კი მან შეწირა ბარბორას ჩასაცმელისთვის ნაჭრის სახელოები, იგრძნო, რომ ტკივილმა იკლო, ჭრილობებმა იწყეს შეხორცება და ექვს თვეში ის სრულად გამოჯანმრთელდა (ჩანაწერი №  59).

6. 1873წ. 14 მაისი. მონიკა კლიმავიჩიუტეს ქალაქ ვარნიაიდან არასრული რვა წლი ხელებზე და ფეხებზე ქონდა ძვლებამდე გახსნილი ჭრილობები.  ვიღაც უცხო ადამიანმა, რომელმაც ნახა მისი ეს მდგომარეობა ურჩია მას დაედო აღთქმა და გაეღო შესაწირი თავისი სასწაულმოწმედებით განთქმული ჟაგარელი ბარბორასათვის. ამის გაკეთების შემდეგ მონიკამ თავი იგრძნო უკეთესად. ტკივილები თანდათან ქრებოდა, ჭრილობებმა დაიწყეს შეხორცება. დარცა მხოლოდ ნაიარევი. ერთი ფეხი ჯერ კიდევ რჩებოდა გასიებული, მაგრამ აღარ სტკიოდა (ჩანაწერი №  72).

7. 1874წ. 4 ივლისი. ბარბორა ტრინკენეს შიაულიაის მაზრის პაპილესკის დაბის სოფელ რუდიკიაიდან სამი წლის მანძილზე ფეხები ჰქონდა ჭრილობებით დაფარული. ექიმების მიერ დანიშნულმა წამლებმა ვერ უშველა და მათ გადაწყვიტეს ფეხის ამპუტაცია. ქალმა შეაგროვა ბარბორასთვის შესაწირი და სამ დღეში იგრძნო როგორ დაიხია უკან გაუსაძლისმა ტკივილმა, ხოლო ჭრილობებმა იწყეს შეხორცება (ჩანაწერი №  80).

8. 1923წ. 15 ივლისი. ტელშიაისკის მაზრიდან ჟაგარაში ჩავიდნენ მიხალინა პაშკიავიჩენე და დედამისი მარციონა მარტენკენე, კურთხეული ბარბორასათვის მიცემული აღთქმის შესასრულებლად.  მიხალინა გარკვეული დროის განმავლობაში იტანჯებოდა საშინელი დაავადებით: ფეხებზე გაეხსნა უზარმაზარი ჭრილობები, ძვლები ეგრიხებოდა და ჭრილობიდან გამოდიოდა, ავადმყოფი განიცდიდა აუტანელ ტკივილებს. მიმართა ექიმებს, მაგრამ უშედეგოდ. გაიგო რა დალოცვილ ბარბორაზე, დადო აღთქმა, რომ მოინახულებდა ძველ ჟაგარას. მოილოცა რა ბარბორას საფლავზე, დაიწყო ფეხების ბანვა სუფთა წყლით. ჭრილობებმა დაიწყეს გაქრობა. ტკივილები ჩაცხრა, ფეხი იმდენად გამაგრდა, რომ შესაძლებელი გახდა სიარული. (ჩანაწერი №  90).

9. 1880წ. 4 მაისი. ევა ბერნოტაიტე რასეინსკის მაზრის შილალსკის დაბიდან ორი წელი წვალობდა მთელი სხეულის არაადამიანური ტკივილების გამო, რომელის მთლიანად დაფარული იყო ჭრილობებით, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ არავითარ წამლებით მკურნალობას. არც შინაური საშუალებები და არც წმინდა ადგილთა მონახულებამ შედეგი არ გამოიღო. როგორც კი ქალმა შეაგროვა შესაწირი დალოცვილი ბარბორასათვის რომელიც დასაფლავებულია სტაროჟაგარის ეკლესიის მიწისქვეშ ჭრილობებმა იწყეს შეხორცება და ჯანმრთელობამ დაიწყო აღდგენა. სამ კვირაში მას შეეძლო შეესრულებინა ყველა სამუშაო, არ გრძნობდა არავითარ ტკივილს (ჩანაწერი №  86).

K00-K93. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებანი  

1. 1895წ. 15 მასი. კონსტანტინა პშიაგოვსკა ტეშლიაისკის მაზრის პატარა ქალაქ კალვარიიდან ჩავიდა ჟაგარაში, რათა შეესრულებინა დადებული აღთქმა. ამის წინ ის ეზიარა და მოემზადა პატიოსნად მოეყოლა, თუ როგორ იტანჯებოდა რამოდენიმე თვის განმავლობაში აუტანელი სპაზმებისაგან და როგორ იგრძნო თავი ბევრად უკეთ და გამოჯანმრთელდა მას შემდეგ, რაც დალოცვილ ბარბორას მისცა აღთქმა (ჩანაწერი 2).

2. 1865წ. 12 მაისი. დომიცელე ტოლიუშიტე კაუნასის გუბერნიის რესეინსკის მაზრის კარკლენსკის ფილიალის დაბიდან პაშილსკის დაბიდან იტანჯებოდა კბილების აუტანელი ტკივილისაგან. აღთქმის მიცემის შემდეგ ტკივილები გაქრა. მაგრამ როგორც კი მან გადაწყვიტა აღთქმა შეესრულებინა არა თვითონ, არამედ სხვა ადამიანის მეშვეობით, კბილები ისევ ატკივდა.  შედეგამ შესრულებულ იქნა ორმაგი აღთქმა (ჩანაწერი №  34).

L00-L99. კანის და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები

1. 1859წ. 15 მაისი. აგოტა გირდვაინენე ტეშლიაისკის მაზრის პატარა ქალაქ კალვარიიდან  ჯერ კიდევ ყმაწვილობიდან ავადმყოფობდა ანთებით. სახეზე გამოხატული ჰქონდა კიბოს ფორმის სიწითლე და ძლიერ ტკიოდა როგორც კი მისცა აღთქმა დალოცვილ ბარბორას, მაშინვე დაიიწყო გაქრობა წითელმა ლაქებმა სახეზე, ჩაწყნარდა ძვლის ტკივილი. (ჩანაწერი №  5).

2. 1861წ. 29 მაისი. ბარბორა ბენევიჩიუგეს შიაულიაის მაზრის კურტუვენსკის დაბის სოფელ ეიგალიაიდან, ნახევარი წლის განმავლობაში სახე და კისერი ქონდა გასიებული. წამლები არ შველოდა. როგორც კი მან დაუდო აღთქმა თავისი სასწაულმოქმედებით განთქმულ დალოცვილ ბარბორას, სიმსივნე მაშინვე გაქრა. როდესაც მან დააპირა უარი ეთქვა მიცემულ აღთქმაზე, ფეხზე გაეზარდა ჩირქოვანა (ჩანაწერი №  19).

3. ქვრივ ეუფემია სტანიავიჩენეს ტეშლიაისკის მაზრის სედოვსკის დაბის სოფელ იურგიალაუკისიდან  სახეზე გაუჩნდა შეუხორცებელი ჩირქოვანა. ექიმმა ჩათვალა, რომ ის ამისგან აუცილებლად მოკვდებოდა. როგორც კი ამ ქალმა დაუდო აღთქმა თავისი სასწაულმოქმედებით განთქმულ დალოცვილ ბარბორას, დასაფლავებულს ძველი ჟგორის ეკლესიის მიწისქვეშ, ჩირქოვანა გასკდა და ტკივილი გაქრა. ავადმყოფი განიკურნა (ჩანაწერი №  25).

4. 1885წ. 26 ოქტომბერი. იონას კლიამს, კავალერს, კაუნასის გუბერნიის, რასეინსკის მაზრის, ვიდუკლესის დაბის, სოფელ ვაილაბაიდან სახეზე გაუჩნდა შეუხორცებელი ჩირქოვანა, რომელიც აუტანლად აწვალებდა მთელი წელი. დასცვივდა თითქმის მთელი კბილები. არ შველოდა არც წამალი, არც წმინდა ადგილთა მონახულება. როგორც კი ამ კაცმა შეაგროვა შესაწირი თავისი სასწაულმოქმედებით განთქმული დალოცვილ ბარბორასათვის, მან თავი უკეთ იგრძნო და რამოდენიმე წლის შემდეგ სრულად გამოჯანმრთელდა (ჩანაწერი №  88).

5. 1886წ. 23 ნოემბერი. ბარბორა კაბალენე ტეშლიაისკის მაზრის, შაჩიაისკის დაბის   ილაკსკის საზოგადოების სოფელ ბალტრიმაიდან ბავშვობაში ისე იყო შეშინებული, რომ სახეზე გაუჩნდა ძალიან მტკივნეული, კეთრის მსგავსი  წითელი ლაქები. ექიმების მიერ დანიშნული წამლები არ შველოდა. მათ დაავადების დადგენაც კი ვერ შეძლეს. ვიღაც ღარიბმა ქალმა, რომელსაც ადრე ქონდა ასეთივე წითელი ლაქები და განიკურნა იმით, რომ შეაგროვა შესაწირი ბარბორასათვის ურჩია მას იგივე გაეკეთებინა და განიკურნებოდა. ქალმა მიუსმინა რჩევას და ბარბორასათვის შესაწირის გაღებიდან სამი კვირის შემდეგ იგრძნო უკეთესობა და სრულად განიკურნა (ჩანაწერი №  89).

6. 1937წ. 18 სექტემბერი. სტაროჟაგარსკის ეკლესიის მღვდელმთავრის სახლში მივიდა მიკალინა ურმონაიტე და მიყვა, რომ 1914წ. ის დაავადდა რაღაც ცხვირის დაავადებით. ცხვირი გაუსივდა, გაუწითლდა და ძალიან ტკიოდა. ქალი ექიმთან არ წავიდა. ტკივილისგან გატანჯული 1927წ. სოფელ ბუივიდჟიაიდან მივიდა ჟაგარაში, სადაც მაშინ იყო ტაძრის დღესასწაული, წმ. პეტრეს დღე. მან აღსარება ჩააბარა, ილოცა და მესამე დღეს გამოკეთდა. მას შემდეგ უკვე 10 წელია აღარ უავადმყოფია (ჩანაწერი №  95).

M00-M99. ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები

1. 1860წ. 26 მაისი. ონა პეტრაუსკანე რასეინსკის მაზრის ენდრეიავსკის დაბის სოფელ პატირისიდან ოცი წელი იტანჯებოდა ფეხების აუტანელი ტკივილებისაგან. მას შემდეგ რაც აღქმა მისცა თავისი სასწაულებით განთქმულ დალოცვილ ბარბორას მან მაშინვე იგრძნო შვება. ტკივილები გაქრა (ჩანაწერი №  15).

2. 1861წ. 28 მაისი. დომიცენე სულაიტე ტელშიაისკის მაზრის ქალაქ პლუნგედან მრავალი წელი იტანჯებოდა ძვლების აუტანელი ტკივილისაგან. მიუხედავად იმისა, რომ მან ბევრ წმინდა ადგილებს გაუკეთა შესაწირი და მიიღო რჩევები ექიმებისგან, არაფერმა მას არ უშველა. ქალმა დაუდო აღთქმა თავისი სასწაულმოქმედებით განთქმულ დალოცვილ ბარბორას, დასაფლავებულს ძველი ჟაგორის ეკლესიის მიწისქვეშ და მალევე იგრძნო უკეთესობა. ტკივილი შეწყდა და ოთხი კვირის შემდეგ ის სრულად გამოჯანმრთელდა. (ჩანაწერი №  18).

3. 1861წ. 17 ივნისი. ვინცენტას იორდანასი ტელშიაისკის მაზრის ტირკშლიაისკის დაბის სოფელ გედაიჩიაიდან რამოდენიმე წელი იტანჯებოდა ფეხების საშინელი ტკივილისგან. მედიცინის რჩევებმა არ უშველა. დაუდო აღთქმა თავისი სასწაულმოქმედებით განთქმულ ბარბორას და იქვე გამოჯანმრთელდა (ჩანაწერი №  22).

4. 1861წ. 29 ივნისი. ბარბორა ვასილაიტეს ტელშიაისკის მაზრის სადოვსკის დაბის სოფელ პაუკისიდან წლინახევრის მანძილზე გასიებული ქონდა ფეხები, რომელის აუტანლად სტკიოდა. დაუდო აღთქმა დალოცვილ ბარბორას სტაროჟაგარსკის ეკლესიაში და მალევე გამოჯანმრთელდა (ჩანაწერი №  23).

5. 1862წ. 29 მაისი. ლიაონას რაჩკაუკასს შიაულიაის მაზრის კურშენის დაბის სოფელ ვისდარგიაიდან გაუჩნდა  თიაქარი და ექიმ ჰომეოპათის რჩევით ის იღებდა წამლებს, მაგრამ არაფერი არ შველოდა. დაუდო აღთქმა თავისი სასწაულმოქმედებით განთქმულ ბარბორას კაცი ორ თვეში გამოჯანმრთელდა (ჩანაწერი №  24).

6. 1862წ. 26 აგვისტო. ევა შავესკიტეს, რასეინსკის მაზრის ვიდუკლენსკის დაბიდან, ხუთი წლის განმავლობაში; გაუსივდა ფეხები, დაეფარა წითელი ლაქებით, გარდა ამისა ტკიოდა ხელები, ტკივილი გადადიოდა თავში, შემდეგ სახსრებსა და მყესებში. მკურნალობა უშედეგო იყო. დაუდო თუ არა აღთქმა თავისი სასწაულმოქმედებით განთქმულ ბარბორას, ქალმა იგრძნო უკეთესობა: ტკივილები გაქრა, გაქრა ლაქები და წყლულები ფეხებზე. ექვსი თვის შემდეგ ის პრაქტიკულად ჯანმრთელი იყო და შეძლი გადაელახა თხუთმეტი მილი, რომ შეესრულებინა დადებული აღთქმა (ჩანაწერი №  28).

7. 1865წ. 28 ივნისი. ბარბორა სტეპანოვიჩიუტე,  ტეშლიაისკის მაზრის, რეტავსკის დაბის, სოფელ გონპლაუსკისდან მთელი წელი წვალობდა ხელ-ფეხის ძლიერი ტკივილებით. დაუდო თუ არა აღთქმა თავისი სასწაულმოქმედებით განთქმულ ბარბორას, ქალმა იქვე იგრძნო უკეთესობა. ტკივილებმა იმდენად იკო, რომ მან შეძლო ჟაგარაში ჩასვლა და მიცემული აღთქმის შესრულება (ჩანაწერი №  36).

8. 1868წ. 1 თებერვალი. ანასტაზია ლუკშენე, ტეშლიაისკის მაზრის მოსედის დაბის სოფელ შაულიაიდან, სამი თვე იტანჯებოდა მარჯვენა ფეხის მენჯის სახსრის აუტანელი ტკივილებით. ტკივილმა ისე გააწვალა, რომ მას არ შეეძლო გვერდზე დაწოლა. მას ვიღაცამ უთხრა, რომ ქალაქ სედაში არის ექიმი რომელიც წარმატებით მკურნალობს სხვადასხვა ტკივილებს. ქალი მაშინვე წავიდა მასთან. მას დამოუკიდებლად არ შეეძლი ურემზე დაჯდომა. ექიმმა მას მიცა ფხვნილი, რომელიც უნდა დაელია და მალამო, რომლითაც უნდა შეეზილა მტკივნეული ადგილები. ფხვნილის დალევის შემდეგ ქალმა იგრძნო საოცარი სისუსტე - იფიქრა, რომ ვერ გაუძლებდა და მოკვდებოდა ისე, რომ სახლში დაბრუნებას ვერ მოასწრებდა.შვილმა, რომელმაც ის წაიყვანა, სთხოვა მას მიეცა აღთქმა თავისი სასწაულქმედებით განთქმული ბარბორასათვის ჟაგარაში. როდესაც ეს გააკეთა მისი მდგომარეობა საგრძნობლად გამოკეთდა. მან სადილიც კი მიირთვა და ბევრად უკეთ გახდა. როდესაც ისინი მივიდნენ სახლში, ახლობლები მათ დახვდნენ და დააპირეს დასაყრდნობებით მისი გადმოყვანა, როგორც გამგზავრებისას. მათინ ქალმა თქვა:  «მაცალეთ, მე თქვენი დახმარების გარეშე ცამოვალ ურმიდან». და აჩვენა მათ, ღამით კი შეეძლო დაწოლა ნებისმიერ მხარეს. ამ საოცარ განკურნებაზე მან მოყვა ჟაგარაში ჩასვლის დროს, როდესაც უნდა შეესრულებინა დადებული აღთქმა (ჩანაწერი №  40).

9. 1869წ. 24 სექტემბერი. ბარბორა ვაიჩუნაიტეს სოფელ გირკალნისიდან ტანჯავდა სახსრების ტკივილი მთელ სხეულში. არაფერი არ შველოდა.  მაშინ მან გაიღო შესაწირი დალოცვილი ბარბორასათვის. სახსრების ტკივილი მკვეთრად შესუსტდადა გადავიდა თავში. ქალი ისე მძიმედ იყო ავად, რომ მიცემული აღთქმის შესრულება არ შეეძლო.ამის შესახებ მან უთხრა თავის მეგობარ ქალებს. სადღაც ოთხი კვირის შემდეგ ერთხელ სიზმარში მას გამოეცხადა ბარბორა წმინდანთა თანხლებით, მოეხვია თავზე და უთხრა: «შენ წადი მხოლოდ იქ, სადაც დააწყვე შესაწირი». გაღვიძებულმა ქალმა იგრძნო, რომ არც თავი და არც სახსრები აღარ ტკიოდა. მან შეასრულა დანაპირები, ვერ გრძნობდა რა ტკივილებს ვერსად (ჩანაწერი №  49).

10. 1869წ. 24 ოქტომბერი. ანელე ვაიტკიავიჩიუტე, 42 წლის, შიაულიაის მაზრის შიაულიაის დაბის სოფელ პეტროშიაიდან. ორი წელი წვალობდა ხელების და თითების რევმატიზმისგან.  არ შეეძლო ხელების გაშლა. იყო ექიმებთან რჩევისათვის. ისინი ერთიდაიგივეს იმეორებდნენ-რევმატიზმისგან წამალი არ არსებობსო.როგორც კი მან დაუდო აღთქმა ბარბორას, იგრძნო უკეთესობა: შეძლო თითების განძრევა, ხოლო ტკივილებმა თანდათან იკლო (ჩანაწერი №  50).

11. 1870წ. 15 ივნისი. ელიანა ჩერბაიტა შიაულიაის მაზრის უჟვენტისკის დაბის სოფელ ბამბალაიდან იტანჯებოდა ფეხების აუტანელი ტკივილებისგან.  შვიდი წელი არ შეეძლო სიარული. მკურნალობდა წამლებით, რომლებსაც უწერდნენ მრავალრიცხოვანი ექიმები, მაგრამ გამოჯანმრთელების მაგივრად ტკივილები უფრო ძლიერდებოდა. სასწაულმოქმედი ადგილების მონახულებამაც ვერ უშველა. შეწირა რა ბარბორას ორიოდე წინდა იქვე იგრძნო შვება. ტკივილი ერთკვირაში გაუქრა და იმდენად მომაგრდა, რომ შეძლო 10 ვერსზე მდებარე ეკლესიაში მისვლა და შეპირებული საჩუქრის მიტანა. (ჩანაწერი №  60).

12. 1870წ. 16 ივნისი. ანტანას ბარკუსი ტეშლიაისკის მაზრის სედოვსკის დაბიდან ორი წელი იტანჯებოდა ფეხების აუტანელი ტკივილებისგან.  შინაური საშუალებები და ექიმების რჩევები შედეგს არ იძლეოდა. ერთხელ სიზმარში მას გამოეცხადა ბარბორა და კითხა უნდა თუ არა მას, რომ იყოს ჯანმრთელი. მაშინ მან გაიხადა თავისი წინდები და ჩააცვა მას ფეხებზე. შემდეგ უთხრა: «მოდი ჟაგარაში და მომიტანე ჩემი სინდები». გაღვიძებული ვე გრძნობდა ვერავითარ ტკივილს. სრულიად გამოჯანმრთელდა. ჟაგარაში ჩასულმა მადლობა უთხრა უფალს იმისათვის, რომ დალოცვილი ბარბორას მფარველობის შედეგად გამოჯანმრთელდა (ჩანაწერი №  61).

13. 1871წ. 5 ივნისი. ონა ურბონენე ქალაქ კალვარიიდან იტანჯებოდა ფეხების არაადამიანული ტკივილებით. ექვსი თვე იღებდა წამლებს, მაგრამ უშედეგოდ. როგორც კი მან გაუკეთა შესაწირი ბარბორას, ფეხების ტკივილმა გაუარა. ქალი გამოჯანმრთელდა (ჩანაწერი №  64).

14. 1873წ. 3 ივნისი. ლიუდგარდ ბუტკევიჩიუტეს ტელშიაის მაზრის სედოვსკის დაბის სოფელ ტიჩინაიდან აუტანლად სტკიოდა თავი და ძვლები, გაუსივდა ცხვირი. ასე გრძელდებოდა ორი წელი წამლები არ მოქმედებდა. ვიღაცის რჩევით ქალმა დახმარებისთვის მიმართა ბარბორას და შეპირდა, რომ მივიდოდა მასთან თუ სწრაფად მორჩებოდა. იმავე წამს იგრძნო თუ როგორ იკლო ტკივილებმა. ქალი გამოჯანმრთელდა (ჩანაწერი №  74).

15. 1929წ. 3 ივნისი. ოცო წლის ონა იონაიტიტე ქალაქ როზალიმასიდან ბავშვობიდან ავადმყოფობდა: უმოძრაოდ ქონდა სახსრები. 5 წლამდე ის საერთოდ არ დადიოდა. პროცედურებმა ის ცოტათი მოამაგრა, მაგრამ ის იმდენად სუსტად იყო, რომ როგორც კი დაიძრებოდა ადგილიდან, იქვე ეცემოდა. დაუდო აღთქმა ბარბორას და იმდენად მოღონიერდა, რომ როზილიმასიდან ჟაგარაში 1,5 დღეში ფეხით ჩავიდა (ჩანაწერი №  94).

N00-N99. შარდსასქესო სისტემის დაავადებები

1. 1869წ. 29 ივნისი. ელჟბეტა სტუმბრენეს ქალიშვილი შაულიაის მაზრის ლაიჟუვსკის დაბის სოფელ აუკსუდისიდან ონა, ავადმყოფობდა მთელი წელი, იტანჯებოდა მუცელში აუტანელი ტკივილებისგან, მახრჩობელა ხველისგან, ხანდახან გაძნელებული ქონდა შარდის გამოყოფა. წამლებმა ვერ უშველა. არ იცოდა რა ექნა. მაშინ აზრად მოუვიდა მიეცა აღთქმა სასწაულქმედებით განთქმული ბარბორასათვის ძველ ჟაგარაში. ამის გაკეთებისთანავე იგრძნი შვება, შიგნიდან გამოიყო ქვა, რაც იყო ავადმყოფობის მიზეზი (ჩანაწერი №  45).

O00-O99. ორსულობა, მშობიარობა და მშობიარობის შემდგომი პერიოდი

1. 1859წ. 16 აგვისტო. პეტრონელე ტეშლიაისკის მაზრის კალვარიის დაბის სოფელ გეჩაიჩაიდან უიმედოდ გახდა ავად რთული მშობიარობის შემდეგ. სასწაულქმედებით განთქმული ბარბორასათვის აღთქმის დადების შემდეგ იგრძნი უკეთესობა და დაიწყო გამოჯანმრთელება (ჩანაწერი №  11).

Q00-Q99.  თანდაყოლილი ანომალიები, განვითრების ხარვეზები, დეფორმაციები და ქრომოსომული დარღვევები

1. 1853წ. 2 მაისი. დიდებულის, ლუდვიკას მარციცისის მეუღლემ, შაულიაის მაზრის, ტრიშკიაისკის დაბის მალდენიაის მამულიდან,  განაცხადა, რომ მისი ავადმყოფობა, მედიცინის მეცნიერების თანახმად, განუკურნებელი იყო: ის უძლებდა წელზე მეტ ხანს, უშედეგოდ იღებდა სხვადასხა წამლებს. მისცა აღთქმა დალოცვილ ბარბორას და უცებ იგრძნო გამოკეთება და შემდგომში გამოჯანმრთელდა. (ჩანაწერი №  1).

2. 1871წ. 19 იანვარი. მარიონა გოშტაუტაიტეს დისშვილი, ტალშიაისკის მაზრის, კულიაისკის დაბის, სოფელ შიმულიაიდან, ბრონიტე, დაბადებიდან იყო ჩამოუყალიბებელი. თავი ქონდა თითქოს გირჩებით დაფარული სულ ტკიოდა ფეხები. ეს გრძელდებოდა 4 წელი. არაფერი წამალი მას არ შველოდა. ბარბორასათვის აღთქმის მიცემის შემდეგ ბრონიტემ იგრძნო საოცარი შვება. ტკივილები გაუქრა. გოგონამ იწყო გამოჯანმრთელება და მალე სრულას განიკურნა. მიცემული დაპირების შესასრულებლად ბრონიტე ჟაგარაში ცავიდა დეიდასთან ერთად, რომ ელოცა ბარბორას ნეშტთან, მოესმინა წმინდა წირვა წმინდა ტაძარში, რომ უფლისადმი გამოეხატა მადლიერება ბარბორას მფარველობის მეშვეობით მისთვის ჯანმრთელობის დაბრუნებისათვის (ჩანაწერი №  62).

3. 1871წ. 27 ოქტომბერი. იანის ბრინკისი, ლატვიელი, შაულიაის მაზრის აკმიანსკის დაბის სოფელ ალკიშკედან, ზრდიდა 2 წლის ვაჟს აუგუსტინასს, რომელიც ავადმყოფობდა თითქმის აკვნიდან.  შინაური ბალახები და ექიმების რჩევები მას არ შველოდა. კაცი ცხოვრობდა ჟატემაიში და გაგონილი ქონდა სასწაულმოქმედი ჟაგარელი ბარბორას შესახებ. მან დადო აღთქმა და გაიღო ერთი რუბლი. მყარად სჯერდა, რომ მისი ვაჟი გამოკეთდებოდა. ასეც მოხდა. ბავშვი სრულად გამოჯანმრთელდა (ჩანაწერი №  67).

4. 1870წ. 20 ივნისი. პეტრონელე კაზლაუსკაიტე  ტელშიაისკის მაზრის, ლოუკენსკის დაბის სოფელ პაშატრიადან, დაბადებიდან სამ წლამდე ვერ დადიოდა. დალოცვილი ჟაგარელი ბარბორასათვის შესაწირის გაკეთების შემდეგ ოთხ დღეში პეტრონელემ გაიარა. (ჩანაწერი №  78).

5. 1871წ. 5 ივნისი. ონა ლაბჟენტენე ტელშიაისკის მაზრის პატარა ქალაქ კალვარიიდან ნახევარი წელი ავადმყოფობდა ჰიდროცეფალიით. არ შეეძლო ეკონტროლებინა თავისი მოძრაობები და სისუსტისგან იყო როგორც მკვდარი. ვიღაცამ ურჩია შემოეხვიათ მისთვის დალოცვილი ბარბორას ლენტები. როგორც კი ეს გაკეთდა ავადმყოფობა გაქრა და ქალი განიკურნა (ჩანაწერი №  63).

S00-S98. ტრავმები, მოწამვლები და ზოგიერთი სხვა გარე მიზეზების ზემოქმედების შედეგები

1. 1925წ. 25 აპრილი. ბარბორა მილიავიჩენემ, პიპელესკის მაზრის, სოფელ პურვიაიდან სტაროჟაგარსკის ეკლესიის წინამძღვრის სახლში მოყვა, რომ მისი დის თხუთმეტი წლის ვაჟს იონას ლასტაუსკასს აკმიანედან 1894წ. ძველ ჟაგარაში ტყვია მოხვდა მკერდში. ის მიიყვანეს იონიშკისში ექიმებთან, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ბიჭს სიცოცხლისათვის დარჩენილი ქონდა სამი საათი.  იონასმა ეს რომ გაიგონა შეჰღაღადა ბარბორას მფარველობა გაეწია მისთვის. ძალზედ სუსტად იყო და დაეძინა. დილით გაღვიძებულმა თავი კარგად იგრძნო: ჭრილობა არ სტკიოდა, ტყვია სხეულში არ აწუხებდა. ექიმებმა ის სახლში გაუშვეს. ტყვია დარჩა სხეულში, მაგრამ სიცოცხლისთვის საშიში არ იყო (ჩანაწერი №  92).

Z00-Z99.  ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მოქმედი ფაქტორები

1. 1865წ. 12 მაისი. კოტრინა ტოლიუშიტე რასეინსკის მაზრის პაშილსკის დაბის კარკლენსკის ფილიალის დაბიდან ორი წელი გრძნობდა ძლიერ ტკივილებს მკერდში და ძლიერ სისუსტეს გონების დაკარგვამდე და ამ სისუსტის გამო არ შეეძლო სიარული. დალოცვილი ბარბორასათვის აღთქმის დადების შემდეგ ის კარგად გახდა (ჩანაწერი №  33).

2. 1869წ. 22 სექტემბერი. იონას პაულაუსკისის ცოლი დომიცენე ტელშიაისკის მაზრის პლუნგესკის დაბიდან, შვიდი წლის განმავლობაში იტანჯებოდა სისუსტისაგან: მას მაღალი სიცხეები ქონდა და ეს ძალზედ ასუსტებდა. ის ექიმებისთვის ფულს არ ზოგავდა, მაგრამ მათი რჩევები უშედეგო იყო. მოინახულა სასწაულებით განთქმული ადგილები. საბოლოოდ მიმართა დალოცვილ ბარბორას. ამის შემდეგ სისუსტე მალევე გაქრა. მან ეს მოყვა მაშინ, როცა მივიდა დაპირების შესასრულებლად: შეუკვეთა წმინდა წირვა და ილოცა ბარბორას საფლავზე (ჩანაწერი №  48).

3. 1871წ. 6 ივნისი. დომიცელე ურბონენეს, ტელშიაისკის მაზრის, ალსედჟიასკაის დაბიდან სოფელ პაბურგედან, შიშისაგან დაეწყო საშინელი თავის ტკივილები - გონის გაკარგვამდე და მუცლის მსერავი ტკივილები. ექიმებში მან დახარჯა 7 ვერცხლის რუბლი, მაგრამ უშედეგოდ. როგორც კი მან შეაგროვა შესაწილი დალოცვილი ბარბორასათვის, მისი მდგომარეობა გამოსწორდა და ის განიკურნა (ჩანაწერი №  65).

4. 1872წ. 16 ივნისი. ბარბორა კონტრიმაიტე, რასეინსკის მაზრის, რეტავსკის დაბის, სოფელ ლოსორიაიდან, რვა წელი იტანჯებოდა სხეულის სისუსტისგან და ძლიერი საერთო სისუსტისგან. დიდხანს იღებდა სხვადასხა წამლებს, მაგრამ უშედეგოდ. მოინახულა სასწაულმოქმედი ადგილები, მაგრამ უშედეგოდ. როგორც კი მან დაუდო აღთქმა დალოცვილი ბარბორას, მისი მდგომარეობა გამოსწორდა და ისგამოჯანმრთელდა (ჩანაწერი №  69).

5. 1872წ. 28 ივნისი. ანტანინა შალტანენე, რასეინსკის მაზრის, კრიაჟაისკის დაბის სოფელ სოდალედან ავად იყო 3 წლის განმავლობაში. არ დგებოდა საწოლიდან. იტანჯებოდა ძლიერი ტკივილებით მთელ სხეულში. არავითარი წამალი არ შველოდა. ერთხელ ძილში მოესმა ხმა: «წადი ჟაგარაში დალოცვილ ბარბორასთან და გამოჯანმრთელდები». დაიჯერა სიზმრის და დადო აღთმა, რომ წავიდოდა ჟაგარაში. ტკივილები შეუმსუბუქდა და მალევე წავიდა ჟაგარაში დადებული აღთქმის შესასრულებლად (ჩანაწერი №  70).

6. 1925წ. 25 აპრილი. ონა პრაჩკენეინგლისში ცხოვრობდა და ძლიერ ავად იყო.1924წ. შობის წინ ექიმებმა ურჩიეს ოპერაციის გაკეთება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მოკვდებოდა. რამდენადაც ოპერაცია ძალზედ რთული იყო, ქალმა მასზე უარი თქვა. ონას დედამ დაუდო აღთქმა დალოცვილ ბარბორას. მისი ქალიშვილიც შეპირდა ბარბორას და დედაც მადობელი იყო უფლისა, რომ მისი გოგო გამოჯანმრთელდა და ოპერაცია არ დასჭირდა. ორივე მადობას უხდიდა ბარბორას მისი მფარველობისთვის და უფლის წინაშე შუამდგომლობისათვის (Запись №  93).

ცხოვრებისეული შემთხვევა

1. 1867წ. 18 ოქტომბერი. ალექსანდრა ხოჟევსკა ქვრივი რასეისკის მაზრის კრაჟიაის დაბიდან, რომელიც ექიმად მუშაობდა, გახდა მსხვერპლი ორი მძარცველისა რომელთაც თავის სიცოცხლის გადასარჩენად მისცა ყველაფერი, რაც მას თან ჰქონდა:  ფული და ოქროს ბეჭედი. თუმცა მძარცველებმა გადაწყვიტეს მისი მოკვლა. ერთი სწვდა კისერში, მეორე ეძებდა თოკს. ამ საშინელ დროს ქალმა მოასწრო აღთქმა მიეცა ბარბორასთვის.  იმავე წამს მძარცველი ამგილზე გაქვავდა - ყელზე მოხვეული ხელი გაიხსნა, მეორე ხელით მას ეკავა ლაბადა, ოღონდ არა ძლიერად.  სასწაულმოქმედი ბარბორს იმედით გონსმოსულმა ქალმა უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და გაიძრო ლაბადა, შეატოვა მძარცველს და ღამის სიბნელეში თავი შეაფარა უღრან ტყეს.

ექიმის უბედურება.

თავისი ვალის შესრულების დროს მიდიოდა მდელოზე

არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ამ ზაფხულში.

მზის სხივები ჩაქრა,

     ღამემ დაისადგურა - არცთუ მხიარულება იყო.

ასე ფიქრობდა ის მაშინ.

აზრები ირეოდა ღმეში,

როდესაც მძარცველები უხეშად სწვდნენ მას ყელში.

მან მხოლოდ მოასწრო წამოეძახა – «იესო! მარია!»

ცდილობდა გადაერჩინა თავისი სიცოცხლე,

მისცა მთელი ოქრო და ვერცხლი-

არაფერი არ შველის, მათ ის უნდა დაახრჩონ.

ერთს უჭირავს და ყვირის: «თოკია საჭირო

წმინდაო ბარბორა, განთქმულო სასწაულებით,

შენ ყველას შველი და მე, ქვრივს დამეხმარე, -

სისწრაფეში მან წარმოთქვა ეს წმინდა სახელი

და უცებ იგრძნო-მხრები გაუთავისუფლდა.

მიიღო რა ნიშანი წმინდანების დაცვისა,

ის გაექცა შემზარავ მკვლელებს.

მოწყალეო უფალო, მადლობა შენ,

რომ შენი ნებით მე თავი ავარიდე საფრთხეს.

წმინდანთა მფარველობამ სასწაულებრივად მიშველა,

და მე დავპირდი ხალხს მომეყოლა ეს.

ახლა და ყოველთვის და სამუდამოდ

ვიღვიძებ ყოველ დილას ვიდრე თვალს სამუდამოდ არ დავხუჭავ.

(ჩანაწერი №  39).

2. 1940წ. 14 დეკემბერი. სტაროჟაგარსკის ეკლესიის წინამძღვრის სახლში მივიდა მონაზონი მარია სხოლასტიკა კაუნასიდან (ქალწული მარიამის გულითადი შვილი) და მოყვა, რომ მათ კაუნასში ყავდათ და ტერესე, 21 წლის. ის ემზადებოდა სამუდამო აღთქმისთვის. მანამდე მას ქონდა 8 დღიური რეკოლექცია, რომლებიც დამთავრდა 8 დეკემბერს 2 საათზე სადილის შემდეგ. ტერესემ დილით მისცა სამუდამო აღთქმა და უნდოდა ეკლესიაში წასვლა ადორაციაზე, მაგრამ არ იყო ჯანმრთელად და უფროსი დის თხოვნით დაწვა დასასვენებლად და იმავე დღეს დაახლოებით შვიდის ნახევარზე გარდაიცვალა. ღამე 8-დან 9 ნოემბერზე ტერესე გამოეცხადა უფროს დას სიზმარში. კითხვაზე-«ვიზე უნდა ვილოცო ჩემი მხარის ლიტვისათვის?-ტერესემ უპასუხა: «თქვენ გყავთ თქვენი წმინდანი ბარბორა ჟაგარელი. მას მიმართეთ». გაღვიძებულმა უფროსმა დამ ვერც კი გაიხსენა ეს სახელი, ვერც გვარი, იმიტომ, რომ არასოდეს არ გაეგო ბარბორაზე ჟაგარიდან. თავის სიზმარზე დიდხანს არავის არ ეუბნებოდა. 9 დეკემბერს უფროსი დის ქვეცნობიერი იმეორებდა, რომ ეს სახელია ბარბორა. შემდგომში ეს დაადასტურა მამა კუდირკამ, მღვდელმა, რომელმაც იცოდა დალოცვილი ჟაგარელი ბარბორას შესახებ. იმისათვის რომ მეცნობებინა ეს ამბავი და მელოცა, ჟაგარაში გამომაგზავნა ჩვენმა უფროსმა დამ. ჩაწერა მღვდელმა კ. გედვილამ (ჩანაწერი №  97).


ნაწილი III

ღვთის მადლის შემთხვევები ჩაწერილი 1940 წლის შემდეგ[2]

F00-F99. ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები

1. სტასე დაუნოგაიტე - გრინენე (14.11.1956წ.): ჩემი მეგობარი რუტა იყო ქვრივი.მას ეზრდებოდა შვილი ლაურინასი. არ გამოსდიოდა მას შვილთან ურთიერთობა, მისი აღზრდა. ლაურინასმა 3-ჯერ სცადა თავის მოწამვლა. ზუსტად მაშინ იყო კსენდზას ვიტაუტას გრიგარავიჩიუსის გაცილება, მისი ბოლო წირვა.  მე და ჩემი ქმარი შევედით ჩემს მეგობარ ქალთან სახლში. ვნახეთ, რომ გაზი ჩართულია. ლაურინასი უკვე უგონოდ იყო. მე და ჩემმა ქმარმა გამოვიყვანეთ ის ოთახიდან.  ის იყო სულ 14 წლის. იმ დღეს გახსნილი იყო ბარბორას საძვალე. მე ვთხოვდი ბარბორას დახმარებოდა ლაურინასს თავისი შინაგანი სამყარო მოეყვანა წესრიგში, ეპოვა ცხოვრების გზა. მე მუხლებზე მდგარი ვტიროდი და ვთხოვდი. ლაურინასი ნელ-ნელა, მაგრამ ძალიან შეიცვალა. შაულიაიში დაამთავრა ჯერ ერთი, მერე მეორე სკოლა. ჩემთვის უფალი მეტად დიადია, მე კი ძალზედ პატარა იმისათვის, რომ მე მას პირდაპირ მივმართო. ბარბორა ჩემთვის ყოველთვის იყო უჩინარი, მაგრამ ყოველთვის დასავით იმყოფებოდა ჩემს გვერდით. მე ვგრძნობდი მის მფარველობას. ღმერთისადმი რწმენა გადიოდა უპირველეს ყოვლისა ბარბორას მეშვეობით.  

ჟაგარე, 11.08.2006.

2. ლუცია დომიკენე გინკუტე (02.01.1935 .):

სტკაისგირისში მე ვცხოვრობ 1966 წლიდან. ოჯახში ვიყავი მეექვსე. მამა ავადმყოფობდა: ის ცხენმა ჩლიქებით დააზიანა, ხელი ქონდა მოტეხილი. ამიტომ მას არ ქონდა დრო ჩემთვის მოეხედა თვალმოუცილებლად, ეზრუნა ჩემზე. პატარაობიდან ვმწყემსავდი ბატებს. ერთხელ ჩვენ გავრეკეთ ველზე კვიცები. იმჯერად მე შემეშინდა კვიცის და სახლში არ დავბრუნდი. მე 6 წლის ვიყავი. შიშისგან დავრჩი ინვალიდად: თეძოზე გამომივიდა წყლული. მერე შიში გადამივიდა სახეზე. თვალები დამიწყლულდა. ტუჩები ისე გამისქელდა თითქოს დასიებული იყო. სახე საშინელი გამიხდა. ვიმალებოდი სახლში, რომ მეზობლებს არ დავენახე. როდესაც 14 წლის ვიყავი გავიგონა როგორ თქვა მეზობელმა, რომ ჟაგარაში არის ბარბორა, რომელიც განთქმულია თავისი სასწაულქმედებით. რადგან ომი უკვე დამთვრებული იყო, მე არავისთვის არ მითქვამს ერთ მშვენიერ დღეს ისე წავედი ჟაგარაში. ხალხს ვკითხე სად მეპოვა ბარბორა. ძალიან დიდხანს ვლოცულობდი საძვალეში [ნახევრადსარდაფში], ვთხოვდი ბარბორას, რომ გამოეჯანმრთელებინა ჩემი სახე. მეთხოვა, რომ ფეხი მომრჩენოდა, ასეთი აზრი თავში არც მომსვლია. სახის გამოჯანმრთელება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. გჯერათ თუ არა - ნახევარი წლის შემდეგ სახე მომიწესრიგდა: თვალები ფართო, ტუჩები ნორმალური, არავითარი წყლულები. მე ბარბორას უსაზღვროდ მადლობელი ვიყავი. მამა ამ დროისთვის უკვე გარდაცვლილი იყო და ჩემი სიხარული ვერ ნახა.

ჟაგარე, 11.08.2006.

H00-H59. თვალისა და მისი მიმდებარე ატარატის დაავადებანი

  1. ვალენტინა ადამაიტე-იანუტენე წ.):

სტანისლავა იანუტენე მოყვა, რომ ჟაგარაში ცხოვრობდა ბრმა ბიჭი. ექიმებმა ვერ შეძლეს მისი მორჩენა. სამუდამო სიბრმავისგან ბიჭი იხსნა დედამისის ლოცვამ ბარბორასადმი.  სასწაული მოხდა დაახლოებით 1927წელს. მაშინ დედამ გაყიდა ძროხა და ფული მადლიერების ნიშნად შვილის გადარჩენისათვის შესწირა ეკლესიაის. გამოცდების წინ და 1 სექტემბერს სკოლის მოსწავლეები სამჯერ უვლიდნენ ბარბორას საძვალეს ეკლესიაში. როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები ნახულობდნენ ბარბორას საფლავს, რომელთანაც ყველა გონებამოკრეფილი წარმოთქვამდნენ ლოცვას.

2. მღვდელი იორდანას ურბონასი (24.09.1959.):
ჟაგარეს მოსახლეობა ყვებოდა ბრმა ქალის განკურნებაზე რასეინის რაიონის სოფ. უსონისიდან. ეს მონათხრობი სმეტონას დროინდელია.

3. ემილია ვასილიაუსკაიტე-ჟემეცკანე (06.10.1920.):

დედამ მოყვა, რომ ერთი ბებია ჟაგარიდან ბრმა იყო და არ შეეძლო სიარული. ის ლოცულობდა წმ. ბარბორას საფლავთან და განიკურნა უოპერაციოდ. მაშინ ყველა ამბობდა, რომ ეს იყო სასწაული. ეს იყო დაახლოებით 1936წ.

ჟაგარე, 06.08.2006.

L00-L99. კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაავადებანი.

  1. ლუდვინა კაგაიტე-ბალტულანე წ.):

ჩემს დას სახეზე ქონდა დიდი ლაქა. ის ძალზედ ბევრმა ექიმმა ნახა და მან ბევრი წამალი დალია, მაგრამ უშედეგო. დედამ ურჩია ელოცა ბარბორაზე. შვილი ასეც მოიქცა. ვერც კი იგრძნო ლაქა ისე გაქრა.

ეს ომამდე უნდა ყოფილიყო.

ჟაგარე, 10.08.2006.

O00-O99. ორსულობა, მშობიარობა და მშობიარობის შემდგომი პერიოდი

1. სტასე დაუნორაიტე-გრინენე (14.11.1956 .):

        დედაჩემი ფეხმძიმედ იყო როდესაც საშვილოსნოში გაუჩნდა სიმსივნე. ორსულობა და კიბო ერთდროულად. უნდა ამოერჩია, ან ოპერაცია ან ბავშვი, ისე, რომ სიმსივნისთვის ხელი არ ეხლოთ. მე ხუთი წლის ვიყავი. მახსოვს დედა ტიროდა ბრბორას საფლავზე და ლოცულობდა. 1962 წელს წარმატებით იმშობიარა და დაიბადა ჩემი და ვიდუ. სიმსივნე თავისთავად გაქრა.

ჟაგარე, 11.08.2006.

S00-S98. ტრავმები, მოწამვლები და გარე მიზეზების ზოგიერთ სხვა შედეგებ

  1. იუოსტას ადომაიტისი .):

მე ტერფზე დამეცა ტრაქტორის მისაბმელის ძარის გვერდი. ხორცი ძვლამდე იყო ამოგლეჯილი. ვმკურნალობდი იონიკშკის საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში. ქირურგმა ბენდიკასმა (დღემდე მუშაობს იონიკშკის საავადმყოფოში) პატიოსნად მითხრა, რომ მან არ იცის რა დაადოს ჭრილობას, რითი უმკურნალოს. შემომთავაზა ფეხის ამპუტაცია. მე ვთხოვდი ბარბორას, ვლოცულობდი. იასაიტენე სოფელ ჟიურიაიდან მკურნალობდა ფეხს ბალახებით, ადებდა ჭრილობა. ერთი წლის შემდეგ ჭრილობა შეხორცდა. ბარბორას მადლიერებით, ლოცვებით და შესაწირით მე მოვინახულე ეკლესიის მიწისქვეშეთი, კიდევ ერთხელ ვნახე კუბო, რომელიც როგორც მე მომეჩვენა, გაკეთებული იყო მჭედელის მიერ. 

ჟაგარე, 06.08.2006.

Z00-Z99. ჯანმრთელობაზე მოქმედი ფაქტორები

  1. ალექსანდრა ვინგენსკაიტე .):

საბჭოთა დროს, როდესაც მტკიცედ იდგა ათეისტური იდეოლოგია, მოხდა შემთხვევა, რომელიც არ ამოდის მეხსიერებიდან. ბარბორას კუბოსთან მივიდნენ ორი ძმა და ერთი და. ისინი ლოცულობდნენ ეკლესიაში და ითხოვდნენ წყალობას. შეხვდნენ ეკლესიის წინამძღვარს და უამბეს თავისი ისტორია: და ავადმყოფობდა უკურნებელი სენით; ქალმა, რომელიც იწვა პალატაში უთხრა მას:  «თქვენ რომ წასულიყავით ჟაგარაში ბარბორასთან ყველანი იქნებოდით ჯანმრთელი». მაშინ დამ იფიქრა: «მე რომ როგორმე მივიღო ბარბორას მადლი, აუცილებლად გამოვკეთდები». ბარბორასას ყოვლისშემძლეობისადმი რწმენამ უშველა. გამოჯანმრთელების შემდეგ და თავის ძმებთან ერთდ წავიდა ჟაგარაში, რომ მადლიერება გამოეხატა ბარბორასთვის. იმ დროს ჟაგარის ეკლესიის წინამძღვარი იყო პოვილაიტისი 1902. ყველაფერი, რაც მან მოისმინა, მოუყვა ხალხს ქადაგებისას. საბჭოები შეშფოდნენ. მაგრამ ამ გოგოს ძმები იყვნენ პარტიულები და ეს ყველაფერი ჩაფარცხეს, როგორც სიახლე დის გამოჯანმრთელებისა ასევე   აღმოცენებული იდეოლოგიური მღელვარება.

ჟაგარე, 2006-08-06.

A00-B99. ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული დაავადებები

სოფია ლაჟინსკაიტე, მასწავლებელი (მღვდლის პიატრასა ლაჟინსკასის და):

იდგა 1942 წელი. მე, თვრამეტი წლისას გამიკეთეს ანგინის ოპერაცია. ოპერაციის შემდეგ მე ძლივს ვაღებდი პირს. ძნელად ვჭამდი. ორი თვის შემდეგ მე ამტკივდა მარჯვენა ყურის მხარე, უფრო ზუსტად ქვედა ყბის კუთხესთან.  სახეზე გამიჩნდა სიმსივნე. რამდენადაც ის ორი კვირის განმავლობაში არ გაქრა, მე დამაწვინეს კაუნასის საავადმყოფოში. ექიმებმა დაადგინეს ძალიან იშვიათი, ქრონიკული ჩირქიანი ინფექციური დაავადება - აკტინომიკოზი.  ანტიბიოტიკებით მკურნალობა არასაკმარისი იყო. რენტგენით დასხივების შემდეგ რამოდენიმე ხანი ძალიან მტკიოდა კისერი და სახე. სიმსივნეები სახის მარცხენა მხარეს კანის ზედაპირზე ამოდიოდნენ ერთი მეორის მიყოლებით. მათ უკეთებდნენ ოპერაციას, დებდნენ დრენაჟებს ჩირქისგან დასაცლელად და ასე გრძელდებოდა და გრძელდებოდა... ღამე არ შემეძლო დაძინება, ამიტომ გამოვდიოდი კორიდორში. ვლოცულობდი სასწაულმოქმედ ლურდის ღვთისმშობელზე, ვთხოვდი ჯანმრთელობას. ლოცვებში მივმართავდი ყველა წმინდანს, რომელიც კი თავში მომდიოდა. დაახლოებით ორი თვის შემდეგ გამოუჯანმრთელებელი ( ამ იშვიათი ავადმყოფობის მიზეზი მედიცინამ ვერ ახსნა, ამიტომ სწორი მკურნალობის შერჩევა შეუძლებელი იყო)  საავადმყოფოდან გამომწერეს. ჩემზე მზრუნველობა იკისრა ჩემმა ძმამ, მღვდელმა პიატრასმა, რომელიც მუშაობდა კაუნასში. წითელი ჯვრის საავადმყოფოში მე სხვა პროფესორმა გამიკეთა კიდევ ერთი ოპერაცია. ნარკოზის შემდეგ მე დიდხანს ვერ გავიღვიძე. ჯარმრთელობა არც ამჯერად აღსდგა. მე ისევ გამოუჯანმრთელებელი გამომწერეს საავადმყოფოდან. ჩემ ძმას პიატრისს ექიმმა უთხრა: «საზღვარგარეთ იქნებ ემკურნალათ, მაგრამ ჩვენთან ასეთი შესაძლებლობა არ გვაქვს», ხოლო ძმა ვიტაუტასს აცნობა: «წაიყვანეთ თქვენი და, მისი დაავადება განუკურნებელია». მე საცხოვრებლად დავბრუნდი კსენდზუ პიატრისთან. მე მივლიდა დედა. დაავადება პროგრესირებდა. კანი მკერდის არეში იყო წითელ-ლურჯი. დაემატა ყურის ანთება. ექიმებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს ჩემი მდგომარეობის უიმედობა. გამომიწერეს მხოლოდ რივანოლი ჭრილობების გასაწმენდად. ვწევარ, სიარული არ შემიძლია. ჩემთნ ჩამოვიდა ძმა რომუალდასი, რომელიც ცხოვრობდა ქალაქ სესიკაის გვერდით. უგუნებოდ ყოფნისას ის მოუყვა თავის კარგ ნაცნობებს კაუნასიდან ჩემს უიმედო მდგომარეობაზე. აღმოჩნდა, რომ ეს ხალხი იყო არა მარტო გამგები, არამედ გულმოწყალეც. მათ შესთავაზეს ძმას ბარბორა ჟაგარელის რელიქვია. რომუალდასმა მოიტანა ის და რადგან ის ძალზედ მგრძნობიარე იყო და არ უნდოდა თავისი ცრემლების ჩვენება, მან რელიქვია გადასცა დედას, რომ მას გადმოეცა ჩემთვის. დედამ მომიყვა ჟაგარელ ბარბორაზე. ყველას გაუჩნდა იმედი. იმისათვის, რომ მე გამოვძვრე ამ ავადმყოფობიდან უნდა გავიმეორო:  «დიდება უფალს! დიდება ჟაგარელ ბარბორას, რომლის მფარველობითაც უფალმა ჩვენ მოგვისმინა, რომლის შუამდგომლობითაც მე მივიღე განკურნება. ერთ სამედიცინო წიგნში ანტინომიკოზზე მე აი რა წავიკითხე: «შესაძლებელია მოხდეს დროებითი უკეთესობა, მაგრამ დაავადება განმეორდება და დასრულდება სიკვდილით». დიდება უფალს, გავიდა 44 წელი და მე კი ცოცხალი ვარ.

მოწმობა ჩაწერილია 1986წ. 7 მარტს.

ცხოვრებისეული შემთხვევა

  1. პაულიუს გუგა (1873-1971):

ჟემაიტიელები ძველი დროიდან აღიარებდნენ ბარბორას როგორც წმინდანს და ხალხი დიდ ჯგუფებად გროვდებოდნენ მის საფლავთან სალოცავად. ეპისკოპოსი მ. ვალანჩიუსი ზრუნავა, რომ რომს დამოუკიდებლად განეხილა ბარბორას სახელთან დაკავშირებული სასწაულები და რომ რომის პაპს მოეხდინა მისი კანონიზაცია, ანუ სიკვდილის შემდეგ ეღიარებინა წმინდანად. ამ პროცესს ხელი შეუშალა 1863 წლის აჯანყებამ, რომლის ჩახშობისას, სამეფო ხელისუფლება, აჯანყებული ხალხის სხვა  სასჯელთან ერთად კიდევ უფრო ეწინააღმდეგებოდა ხალხის ბარბორასადმი მიჯაჭვულობას. 1886 წლს გაიცა განკარგულება ამოექოლათ ის ეკლესიის კარი, რომლითაც ხალხი შედიოდა ბარბორას ნეშტთან. მაგრამ ფანჯრებზე, რომელიც დაცული იყო რკინის გისოსებით არავის არ უფიქრია. ის დარჩა ხალხისთვის ხელმისაწვდომი.  ფანჯრებთან სალოცავად მოდიოდნენ მრავალრიცხოვანი მორწმუნეები. 1889 წელს გამოიცა ბრძანება და ფანჯრებიც ამოიქოლა. იონიშსკის პრისტავის [პოლიციის უფროსი] ზედამხედველობით, ხელოსნების ჯგუფმა შეასრულა ეს დავალება. ეს დაემთხვა საეკლესიო დღესასწაულებს ჟაგარაში. მორწმუნეები აღშფოთდნენ და ტიროდნენ. ბარბორას ხალხისაგან დაშორების და სხვა შეზღუდვების მიუხედავად, ხალხი არა მარტო ჟატემაიდან, არამედ აუკშტაიტიიდან, დრუზკიდან და ლიტვის სხვა კუთხეებიდან და რა თქმა უნდა ლატვიიდან იკრიბებოდნენ ამოქოლილ კარ-ფანჯრებთან იმისათვის, რომ მოეყოლათ ბარბორასათვის თავის გაჭირვებაზე და ეთხოვათ მისთვის მფარველობა ან გულითადად გამოეხატათ მადლიერება მისი მეშვეობით ღვთისაგან მიღებული მადლისათვის. აქ იყო იმედი, რომელიც ამაგრებდა ავადმყოფთა სხეულს და ჯანმრთელების სულს. ბევრ ხალხს შეეძლოთ ზუსტად დაემოწმათ, რომ ისინი ტყუილად არ შესთხოვდნენ ბარბორას დახმარებას. ერთი ასეთი მაგალითი - «ჩემი დის ირენე რადზივონენეს საშინელი უბედურება და მისი საოცარი დასასრული. და ირენე ცხოვრობდა პასვალსკის რაიონის ვაშკაისკის დაბის სოფელ ზვანაგალაში. 1909 წელს გახურებული მუშაობის დროს ვიღაცამ მოიპარა მისი ნახევარი წლის ვაჟი.  რამოდენიმე დღე მას ყველგან ეძებდნენ - თუ თავისი ძალებით, თუ პოლიციის დახმარებით, მაგრამ უშედეგოდ. მთელი ეს დრო დედა ლოცულობდა, ტიროდა როგორც შეშლილი. რომ შეხედა ძებნას აზრი არ ქონდა, მისი და 150 კილომეტრის მანძილზე ფეხით წავიდა ჟაგარაში ბარბორასათვის დახმარების სათხოვნელად. დაბრუნდა ბედნიერი თითქმის ერთ კვირაში, ხელში ეჭირა ბავშვი. ჟაგარაში ის მიდიოდა პირდაპირ-ჟეიმიალისის,  კრიუკაის, იონიშკისის, და სკაისტგირისის გავლით. გულითადად ილოცა და დაასველა ცრემლებით თავისი თხოვნა, და ირენემ დააპირა სახლში წამოსვლა. მაგრამ ჟეიმიალისიდან დაბრუნებისას რატომღაც მიბრუნდა ლინკუვუსკენ, გაიგრძელა დასაბრუნებელი გზა კიდევ 20 კილომეტრით. ზუსტად ლინკუვეში მან გაიგონა როგორ ლაპარაკობდა ხალხი ქალზე, რომელმაც შობა წამოზრდილი ბავშვი, იცნო თავისი შვილი... და იმწამსვე გაიქცა იმ ქოხში და ბავშვი დანახვისთანავე იცნო. რა თქმა უნდა ქალმა ლინკუვედან ბავშვი არ მისცა იქვე. საჭირო გახდა პოლიციის ჩარევა. დედამ ლინკუვედან ვაშკაიმდე (20 კილომეტრი) ბავშვი როგორც ბუმბული ხელში აყვანილმა მიიყვანა. დაღლილობა არც ყოფილა იმის მიუხედავად, რომ მან ერთ კვირაში 200 კილომეტრი გაიარა».

ამაზე 1964 წელს წერილობით გადმოსცა ირენეს ძმამ პაულიუს გუგამ (1893-1971წწ.) და 15.03.2005წ. მისმა ქალიშვილმა აპოლონია ბარბორა გუგაიტე-ნესტელენემ.

ღვთის მსახურის ბარბორა ჟაგარსკას მორჩილების წყალობით მიღებული ღვთის მოწყალების შესახებ,  გთხოვთ გვაცნობოთ ფოსთით, მისამართზე:

DTBŽbb/ ტბსბბჟ

შაულიაის ეპარქია

ტილჟეს ქ. 186

ლტ-76294 შაულიაი

ლიტვა

ტელ.: +370 41 521110

ფაქსი: +370 41 521114

ელ. ფოსტა.:

ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

მადიერნი ვართ თქვენი და გთხოვთ ღვთის მოწყალების მოწმობასთან ერთად აღნიშნულ მისამართზე გვაცნობოთ თქვენი ზუსტი საკონტაქტო მონაცემები.

შენიშვნა

თუ აღმოჩენილ იქნება ახალი ცნობები ღვთის მსახურის ბარბორა ჟაგარსკას შესახებ, ეს ტექსტი დაზუსტებულ იქნება.

ბმულები

ღვთის მსახურის ბარბორა ჟაგარსკას შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ინტერნეტში:

http://www.barbora-zagariete.lt/

http://angelorum.lt/

http://siauliuvyskupija.lt/apie-vyskupija-2/iskilios-asmenybes/

 

 

რუქებ

 ლიტვის რუქა, ჟაგარე

 

ბალტიის ქვეყნების რუქა

 GE2

 

ეუგენიუს ბარტულისი, შაულიაის ეპისკოპოსი

ღვთის მსახურის ბარბორა ჟაგარსკას კურთხევის ტრიბუნალი (DTBŽbb/ ტბსბბჟ) 

შაულიაი (ლიტვა) 2016წ. 25 მაისი - შაულიაის ეპარქიაში ღვთის მსახურის ბარბორა ჟაგარსკას ხსენების დღე.

 

თარგმანისს ენისა და კომუნიკაციის ცენტრი    "მაჟას პასაულისი".


[1] ჩანაწერები წიგნში, რომელიც შემოიღეს ეპისკოპოს მ. ვალანჩიუსის დროს, გაკეთებულიქნა 1860-1940 წ. დაწვრილებით ამ წყაროს შესახებ იხ. სტატია ი. ბორუტი, ი. კაპიტენე, ა. კატილიუსი სნ; ლიტვის კათოლიკური აკადემიის ყოველკვირეული, ვილნიუსი, 2000 ტ. 16 გვ, 443–453. უმეტესად წარმოდგენილია იმ ადამიანთა მოწმობა, რომელთაც შეემთხვა ეს სასწაულები. სარეგისტრაციო წიგნში ჩვეულებრივ აღინიშნებოდა რამოდენიმე, როგორც ამტკიცებდნენ საიმედო მიწმე, მათ შორის გვხვდება კონკრეტული სასულიერო მოღვაწეები. მოვლენების უფრო დაწვრილებითი აღწერა-ზემოთაღნიშნულ წყაროში.

[2] თავიდან გადმოცემული მტკიცებულებანი შეგროვებულია 1006-1008წწ. ექსპედიციის დროს. ველა მოვლენის ბოლოს წერია ადგილი (ჟაგარე) და მოვლენის რეგისტრაციის ადგილი. ყველა ეს შემთხვევა ჩაიწერა დოც. რაცა რაჩუნაიტე-პაუჟუოლენემ. ბოლოს მოყვანილია ორი პირადი მტკიცებულება - ს. პაჟინსკაიტე და პ. გუგა-მტკიცებულებანი წყაროების საფუძველზე მითითებულია შენიშვნებში.

Go to top